საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალის გამოცემა განაახლა
ლარის საიუბილეო წლის ფარგლებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალის გამოცემა განაახლა.
ეროვნული ბანკის პირველი ანალიტიკური ჟურნალი „ბანკი“ ჯერ კიდევ 25 წლის წინ დაარსდა. შემდგომში გამოდიოდა ჟურნალი „ეკონომიკა და საბანკო საქმე“, ამიერიდან კი ქართულ და ინგლისურ ენებზე, ახალ ფორმატში, გამოვა ჟურნალი „მონეტარული ეკონომიკა“.
ჟურნალი წარმოადგენს აკადემიურ რესურსს მონეტარული პოლიტიკით, საბანკო და ზოგადად ფინანსური სექტორით, ფინანსური ტექნოლოგებით და კაპიტალის ბაზრების განვითარებით დაინტერესებული საზოგადოებისთვის, მათ შორის, ახალგაზრდა მეცნიერებისა და მკვლევარებისთვის. ეს იქნება ერთგვარი პლატფორმა, რომელიც საინტერესო და სიღრმისეული დიალოგის წარმართვის შესაძლებლობას ქმნის.
„მოხარული ვარ, რომ ლარის საიუბილეო თარიღს მნიშვნელოვანი სიახლით ვხვდებით - ეროვნული ბანკი განახლებული სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალის გამოცემას იწყებს. ვიმედოვნებთ, რომ განახლებული გამოცემა თავის წვლილს შეიტანს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ეკონომიკურ დისკურსში. მინდა წარმატებები ვუსურვო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიასა და ავტორებს“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.
ჟურნალის მთავარი რედაქტორია პროფესორი მერაბ კაკულია.
გამოვიდა გამოცემის პირველი ნომერი, რომელიც მთლიანად საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომელთა მიერაა მომზადებული. ნომერში იხილავთ შემდეგ სტატიებს:
ჟურნალის მოდევნო ნომერი მიმდინარე წლის სექტემბერში გამოვა. რედაქცია სტატიებს გარე ავტორებისგანაც მიიღებს. ჟურნალს თან ახლავს დეტალური ინფორმაცია სტატიების სტრუქტურისა და წყაროების მითითების წესის შესახებ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
06.06.2025.17:07
ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 6 ივნისს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-17 საერთაშორისო გამოფენა „WinExpo Georgia 2025“ გაიხსნა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამას სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით ღვინის გამოფენები, კონკურსები და ფესტივალები იმართება, რაც მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმის პოტენციალისა და ღვინის სამომხმარებლო კულტურის გაზრდისთვის.
გამოფენა „WinExpo Georgia 2025“ გამოფენების ცენტრის „ექსპოჯორჯია“ ორგანიზებით იმართება და მასში მსოფლიოს 7 ქვეყნის (გერმანია, სომხეთი, ავსტრია, იტალია, საფრანგეთი, პორტუგალია, თურქეთი) 200-მდე კომპანია მონაწილეობს. გამოფენაზე წარმოდგენილია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი დიდი და საშუალო კომპანიები, მცირე მარნები, ასევე ღვინის ტექნოლოგიები, შესაფუთი მასალები, მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები, აქსესუარები და სერვისები.
„WinExpo Georgia“ საქართველოში ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო პლატფორმაა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სფეროში, რომლის მიზანია ქართული ღვინისა და მეღვინეობის კულტურის პოპულარიზაცია.
გამოფენას ღვინის პროფესიონალები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობენ. ჩატარდება სპეციალური ღონისძიება „WinExport FORUM, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული იმპორტიორები შეხვდებიან ქართველ მეღვინეებს.
გამოფენის ფარგლებში გაიმართება რიგით მე-15 საერთაშორისო ღვინის კონკურსი Georgia International Wine Award,, რომლის ჟიურიც დაკომპლექტებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი ღვინის ექსპერტებით. კონკურსში წარდგენილია 200-მდე ნიმუში. გამარჯვებულები გამოვლინდებიან 7 კატეგორიაში და დაჯილდოვდებიან ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით.
გამოფენა „WinExpo Georgia 2025“ თბილისში, 6-8 ივნისს, გამოფენების ცენტრის „ექსპოჯორჯია“ მე-11 პავილიონში ტარდება.