მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7099
0.004
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.678
-0.0016
flag
EUR 3.1316
-0.0061
flag
GBP 3.6152
-0.004
flag
KZT 52.6
-0.0013
flag
TRY 0.0623
-0.0001
flag
USD 2.6957
-0.0004

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მსოფლიო ბანკის ექსპერტთა ჯგუფს უმასპინძლა

news image

მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა საქართველოში ტექნიკური მისიის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები გამართეს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ნინო ჯელაძესთან, ასევე, ეროვნული ბანკის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან.

ეროვნულ ბანკში მსოფლიო ბანკის ექსპერტთა ვიზიტის  ფარგლებში მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა საკითხები. მათ შორის, ფინანსური სისტემის მდგრადობის განმტკიცება, კრიზისების პრევენცია და მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და ჩარჩოს სრულყოფა.

აღნიშნული შეხვედრების მთავარი მიზანია სარეზოლუციო ჩარჩოს გაუმჯობესება, მის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანა, ასევე, სარეზოლუციო რეჟიმთან დაკავშირებული საოპერაციო და პრაქტიკული ასპექტების სამომავლო დახვეწა.

შეხვედრებზე ასევე განიხილეს საქართველოს სარეზოლუციო ჩარჩოს კრიზისული სიტუაციების მართვასა და საბანკო რეზოლუციის პროცესის დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები. მათ შორის, საუბარი შეეხო მსოფლიო ბანკის მხრიდან სარეზოლუციო ფონდისთვის პოტენციური პირობითი დაფინანსების გამოყოფის შესაძლებლობას და მასთან დაკავშირებულ ტექნიკურ დეტალებს. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს ქვეყნის ფინანსური მდგრადობისა და კრიზისული სიტუაციის შემთხვევაში სარეზოლუციო უფლებამოსილებების მიზნებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. ხაზი გაესვა დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსა და ფინანსთა სამინისტროს მნიშვნელოვან როლს როგორც აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის კუთხით, ისე სარეზოლუციო და კრიზისული სიტუაციების მართვის მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკი და მსოფლიო ბანკის ფინანსური სექტორის საკონსულტაციო ცენტრი უკვე წლებია აქტიურად თანამშრომლობენ საქართველოს ეროვნულ ბანკთან.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image „დაცვის კომპანია ალგანი“-ს ოფისში ბრენდულ არყებს Stolichnaya, Nemiroff, Black Sea, Filandia, Talka, Koskenkorva Vodka, Parliament და Gray Goose ამზადებდნენ

17.01.2026.14:11

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადებისა და გამოყენების, აგრეთვე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული საქონლის დამზადების ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ქალაქ რუსთავში, მესხიშვილის ქ. №6-ში მდებარე შპს „დაცვის კომპანია ალგანი“-ს ოფისში ამზადებდნენ სხვადასხვა ბრენდული დასახელების არყებს, ასევე ბეჭდავდნენ ყალბ აქციზურ მარკებს, რომლითაც აღნიშნულ ალკოჰოლურ სასმელებს ეტიკეტირებას უკეთებდნენ. დამზადებული ფალსიფიცირებული პროდუქცია რეალიზდებოდა ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არსებულ სარეალიზაციო პუნქტებსა და კვების ობიექტებში.

„ოფისის, მის მიმდებარედ გაჩერებული ავტომანქანისა და სავაჭრო ობიექტების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა ბრენდული დასახელების, მათ შორის- „Stolichnaya“, „Nemiroff“, „Black Sea“, „Filandia“, „Talka“, „Koskenkorva Vodka“, „Parliament“ და „Gray Goose“ -საერთო ჯამში 204 ბოთლი ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი, ჩამოსასხმელად გამზადებული 402 ცალი ცარიელი ბოთლი, ალკოჰოლის ჩამოსხმისა და დამზადებისთვის საჭირო მასალები, 1 053 ცალი ყალბი აქციზური მარკა, აგრეთვე კომპიუტერული ტექნიკა, რომელშიც ელექტრონულად იყო განთავსებული ყალბი აქციზური მარკების ფაილები.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200¹ მუხლის მე-2 ნაწილითა და 197-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს საგამოძიებო მოქმედებებს, ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელების სავაჭრო ობიექტებიდან ამოღების მიზნით“, - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა