საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა აზერბაიჯანელ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს
საქართველოს ეროვნულ ბანკსა და აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სებ-ის დელეგაცია აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკს ეწვია.
აღნიშნული მემორანდუმი ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკს შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და გამოცდილების, ასევე ინფორმაციის გაზიარებას ითვალისწინებს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ფინანსური სტაბილურობისა და მდგრადი დაფინანსების კუთხით.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა აზერბაიჯანელ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს მაკროპრუდენციული პოლიტიკის, ფინანსური სტაბილურობის ანალიზის, ფინანსური სექტორის სტრეს-ტესტისა და მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს შესახებ.
ეროვნულ ბანკს ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი დავით უტიაშვილი, ფინანსური სტაბილურობის ანალიზისა და მაკროფინანსური მოდელირების განყოფილების უფროსი მარიამ ხარაიშვილი და მდგრადი დაფინანსების განყოფილების უფროსი სალომე თვალოძე წარმოადგენდნენ.
სხვა სიახლეები
სემეკმა „ზემო ვინდის“ ქარის ელექტროსადგურზე ლიცენზია გასცა
08.04.2026.14:54
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „ზემო ვინდის“ ქარის ელექტროსადგურზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა.
ქარის ელექტროსადგური მდებარეობს კასპის მუნიციპალიტეტში. სადგურის დადგმული სიმძლავრეა 18.75 მგვტ, ხოლო საპროექტო წლიური გამომუშავება 67.20 მლნ.კვტ.სთ-ს შეადგენს.
შპს “ზემო ვინდის” საკუთრებაში არსებული ქარის ელექტროსადგური 3 აგრეგატისგან შედგება. თითოეული აგრეგატის დადგმული სიმძლავრეა 6.25 მგვტ.