მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯი
flag
AMD 7119.7
0.0015
flag
AZN 1.6057
-0.0006
flag
CNY 38.005
-0.0029
flag
EUR 3.1189
0.0003
flag
GBP 3.6858
-0.0184
flag
KZT 53.71
-0.0001
flag
TRY 0.0696
0
flag
USD 2.7306
-0.0005

საქართველოს ეროვნული ბანკი რეგულირების ლაბორატორიის ფარგლებში A.I. სენდბოქსის სატესტო პროექტს იწყებს

news image

ფინანსურ სექტორში ინოვაციების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი რეგულირების ლაბორატორიის ფარგლებში ახალ სატესტო პროექტს - A.I. სენდბოქსს იწყებს. პროექტის მიზანი საქართველოს ფინანსურ და საბანკო სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის (AI) უსაფრთხო ინტეგრაციის ხელშეწყობაა.


ინიციატივა უზრუნველყოფს სანდო, კონტროლირებად და რეგულირებულ სივრცეს, რომელშიც კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ გამოსცადონ და განავითარონ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები ფინანსური სერვისების ეფექტიანობისა და ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად.


საინიციატივო პროექტში ჩართვა შეუძლიათ სუბიექტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტების დანერგვით, იმ კომპანიებთან ერთად, რომლებსაც შეუძლიათ აღნიშნული ტექნოლოგიური გადაწყვეტების განვითარება და უზრუნველყოფა. განაცხადის გაკეთება შესაძლებელია 2025 წლის 5 სექტემბრის ჩათვლით.


სენდბოქსის მონაწილეები, ეროვნული ბანკის მეთვალყურეობით, იმუშავებენ ახალი იდეებისა და ინიციატივების განვითარებისთვის. შემუშავებული კონცეფციების მომზადებისა და ანალიზის შემდეგ კი მათი ეტაპობრივი ტესტირება უკვე რეგულირებულ, სანდო და კონტროლირებად გარემოში განხორციელდება.


პროექტის ძირითადი მიზანია - ინოვაციისა და ტექნოლოგიის წახალისება, უსაფრთხო და რეგულირებული გარემოს შექმნა, ასევე, ახალი შესაძლებლობების შექმნა და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების გაუმჯობესება.


საქართველოს ეროვნული ბანკისთვის პრიორიტეტულია ისეთი ეკოსისტემის შექმნა, რომელიც აერთიანებს ტექნოლოგიურ პროგრესს, ფინანსურ სტაბილურობასა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას. ეროვნული ბანკი აცნობიერებს, რომ ხელოვნური ინტელექტისა და სხვა ინოვაციური ტექნოლოგიების ინტეგრაცია საბანკო და ფინანსურ სისტემებში შეუქცევადი პროცესია. სწორედ ამიტომ, მისი მიზანია, ეს ტრანსფორმაცია განხორციელდეს რეგულირებული, უსაფრთხო და მომხმარებელზე ორიენტირებული ჩარჩოს ფარგლებში. A.I. სენდბოქსი ამ მიზნისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და საქართველო კიდევ უფრო მიუახლოვდება მოწინავე, ტექნოლოგიურად გაძლიერებული ფინანსური სისტემის ჩამოყალიბებას.


დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ მიმართონ საქართველოს ეროვნული ბანკის ინოვაციების ოფისს - innovationoffice@nbg.gov.ge

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image 10 ივნისიდან 10 ივლისამდე ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე მოძრაობა დღის განმავლობაში რამდენიმე საათით შეიზღუდება

10.06.2025.11:08

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ32-კმ47.8 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების პერიოდში, ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე, 2025 წლის 10 ივნისიდან 10 ივლისამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად შეიზღუდება 10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე და 15:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა