მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7261.2
-0.001
flag
AZN 1.5828
-0.0005
flag
CNY 39.403
-0.0019
flag
EUR 3.1593
0.0093
flag
GBP 3.6611
0.0242
flag
KZT 58.09
-0.0002
flag
TRY 0.0596
0
flag
USD 2.6908
-0.0008

საქართველოს ენერგეტიკულ ბალანსში განახლებადი ენერგიის წილის გაზრდა ენერგოპოლიტიკის პრიორიტეტია - ინგა ფხალაძე

news image

"საკვანძო რეგიონული დერეფნების გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო მრავალი წლის განმავლობაში ენერგორესურსების უსაფრთხო ტრანზიტს უწყვეტად უწყობს ხელს. დღეს, როდესაც გლობალური და ევროპული ენერგეტიკული სისტემები ღრმა ტრანსფორმაციას განიცდის, ჩვენ სულ უფრო მეტად ვართ დაინტერესებულები სუფთა ენერგიის განვითარებით, ელექტროენერგიის ურთიერთდაკავშირებულობითა და რეგიონულ და ევროპულ ბაზრებთან უფრო ღრმა ინტეგრაციით," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ საერთაშორისო ენერგეტიკულ კონფერენციაში „Energy Week Black Sea 2026" სიტყვით გამოსვლისას. საერთაშორისო ფორუმი რუმინეთის ქალაქ ბუქარეტში გაიმართა.

საპანელო დისკუსიის ფარგლებში მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ როლს რეგიონის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სუფთა ენერგიის განვითარებაში. მან ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის რეგიონის უნიკალურ მდებარეობაზე ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებელ სივრცეში. ინგა ფხალაძემ მიმოიხილა საქართველოს ენერგეტიკის სექტორის პოტენციალი და ყურადღება გაამახვილა განახლებადი ენერგიის წყაროებზე. მისი თქმით, საქართველო ახორციელებს პროექტებს ჰიდროენერგეტიკის, მზის და ქარის რესურსების ასათვისებლად და ქვეყნის ენერგეტიკულ ბალანსში განახლებადი ენერგიის წილის გაზრდა ენერგოპოლიტიკის პრიორიტეტია.

ინგა ფხალაძემ ვრცლად ისაუბრა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის და „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" პროექტების მიმდინარეობის და მათი არამარტო საქართველოსთვის, არამედ ევროპის ენერგოუსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი როლის თაობაზე. მან ხაზი გაუსვა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის რეგიონალურ მნიშვნელობას და დაადასტურა რეგიონის ქვეყნებთან, ევროკავშირთან და საერთაშორისო პარტნიორებთან საქართველოს თანამშრომლობის მზაობა. ინგა ფხალაძის განმარტებით, ორი პროექტი, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. 2025 წლის დეკემბერში შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს მიენიჭა ევროკავშირის ორმხრივი ინტერესის მქონე პროექტების (PMI) სტატუსი.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ შეხვედრა გამართა რუმინეთის ენერგეტიკის სახელმწიფო მინისტრ პაველ-კასიან ნიტულესკუთან, რომლის დროსაც მხარეებმა განიხილეს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის და „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" პროექტების მიმდინარეობა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.

გარდა ამისა, ინგა ფხალაძე დაესწრო საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ (GSE) და რუმინეთის ეროვნული ელექტროენერგიის გადაცემის კომპანია Transelectrica S.A.-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერას შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განვითარების მიზნით თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

ენერგეტიკულ ფორუმს საქართველოდან ასევე დაესწრნენ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი.

news banner news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 110-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

01.05.2026.16:50

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 110-ე კმ-ზე, (ქ.ონის შესასვლელი) ქვისცვენის გამო დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა