საქართველოს აეროპორტების გაერთიანება გემო ფესტთან დაკავშირებით ამბროლაურის მიმართულებით დამატებით ავიარეისს ნიშნავს
29-30 აგვისტოს ამბროლაური, უკვე მეორედ, გასტრონომიულ ფესტივალს მასპინძლობს. ,,გემო ფესტთან“ დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ამბროლაურის მიმართულებით, 28 აგვისტოს დამატებითი ავიარეისი დანიშნა. დამატებითი ავიარეისი, ნატახტრიდან ამბროლაურის ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტის მიმართულებით და პირიქით, შემდეგი განრიგით შესრულდება:
28 აგვისტო: ნატახტარი - ამბროლაური , გაფრენა 15:45
28 აგვისტო: ამბროლაური - ნატახტარი, გაფრენა 17:00
ამ ეტაპზე, ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით და პირიქით, ფრენები კვირაში სამი სიხშირით სრულდება. შეგახსენებთ, ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს. 0-დან 3-წლამდე ჩვილები უფასოა, ხოლო 3-დან 12-წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე https://ticket.vanillasky.ge/en/tickets
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
21.08.2025.16:20
გამოკვეთილი გარემოებები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ შესაძლოა სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და მსჯავრდებული გ. ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ, - აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც უწყებამ 11 ივლისს საკანში გიორგი ბაჩიაშვილსა და კ. მეტრეველს შორის ფიზიკური დაპირისპირების გამოძიების ფარგლებში მიმდინარე დისციპლინური წარმოების შესახებ გაავრცელა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციაში მიმდინარეობს გამოძიება, მ/წ 11 ივლისს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 დაწესებულების საკანში კ. მეტრეველსა და გ. ბაჩიაშვილს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე - საქართველოს სსკ-ის 126 მუხლის 1-ნაწილით.
„მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკვეთა პენიტენციური სამსახურის გარკვეული თანამშრომლების მხრიდან დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ფაქტები, რასთან დაკავშირებითაც იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიმართვის საფუძველზე, მ/წ 19 აგვისტოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტში დაიწყო დისციპლინური წარმოება.
დისციპლინური წარმოების ფარგლებში გამოიკითხნენ სხვადასხვა პირები, მათ შორის N8 დაწესებულების ხელმძღვანელი, დაწესებულებისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, მსჯავრდებული გ. ბაჩიაშვილი, მსჯავრდებული კ. მეტრეველი, ასევე სხვა მსჯავრდებული პირები, რომლებსაც შესაძლოა ჰქონოდათ რაიმე სახის კონტაქტი მსჯავრდებულ ბაჩიაშვილთან.
შემოწმების შედეგად ამ ეტაპზე გამოკვეთილი გარემოებები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ შესაძლოა სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და მსჯავრდებული გ. ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ.
ასევე, გარკვეულ ეჭვებს ბადებს კ. მეტრეველის ბ. ბაჩიაშვილთან ერთ საკანში მოთავსების მოტივაციაც.
დისციპლინური წარმოების ფარგლებში გამოვლენილი გარემოებების შესწავლისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მიმდინარე გამოძიებისა და შიდასამსახურებრივი შემოწმების პირობებში, ხელმძღვანელი პირები კვლავაც ინარჩუნებდნენ თანამდებობებს, რასაც შესაძლოა ხელი შეეშალა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაში, N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელმა დ. გოგობერიშვილმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გ. ქემოკლიძემ თანამდებობები დატოვეს", - ვკითხულობთ განცხადებაში.