მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7089.9
-0.0052
flag
AZN 1.5917
-0.0001
flag
CNY 38.057
0.0013
flag
EUR 3.1173
-0.003
flag
GBP 3.534
-0.0061
flag
KZT 52.07
-0.001
flag
TRY 0.0638
-0.0001
flag
USD 2.7062
-0.0005

საქართველომ აჩვენა, რომ დაკავშირებადობა არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურა, არამედ საერთო ღირებულებები, ინოვაციები და პარტნიორობა - გენადი არველაძე

news image

„საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა მას უნიკალურ უპირატესობას ანიჭებს. შავ ზღვაზე წვდომით, კასპიის აუზთან სიახლოვით და ცენტრალურ აზიასთან, ახლო აღმოსავლეთთან და ევროპასთან პირდაპირი სახმელეთო მარშრუტებით, საქართველო წარმოადგენს სასიცოცხლო კარიბჭეს ტვირთების, ენერგიისა და ინვესტიციების ნაკადებისთვის," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის რიგით 24-ე მინისტრთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო დერეფანი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა და ანაკლიის პორტის პროექტი წარმოაჩენს, თუ როგორ გარდაიქმნება საქართველო უბრალო სატრანზიტო ქვეყნიდან რეგიონული და გლობალური მნიშვნელობის ლოგისტიკურ და დამაკავშირებელ ჰაბად.

გენადი არველაძემ CAREC - ის მინისტერიალის მონაწილეებს საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები გააცნო. მისი ინფორმაციით, 2021-2024 წლებში საქართველომ გლობალურად ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, საშუალოდ, 9,7% აჩვენა, ხოლო 2025 წლის 9 თვეში მან 9,4% შეადგინა. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა პოზიტიურ დინამიკას, რომელიც საქართველოს აქვს ექსპორტისა და ტურიზმის შემოსავლებთან მიმართებაში.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს გამოცდილება ეკონომიკურ რეფორმებში, მმართველობასა და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებაში, რეგიონული თანამშრომლობისთვის ღირებულ გაკვეთილებს გვთავაზობს. მისი თქმით, განახლებადი ენერგიის, ტურიზმისა და ციფრული ვაჭრობის სფეროში ინიციატივების მეშვეობით, საქართველომ აჩვენა, რომ დაკავშირებადობა არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურა, არამედ საერთო ღირებულებები, ინოვაციები და პარტნიორობა.

„ჩვენ ერთად ვქმნით რეგიონული დაკავშირებადობის მომავალს, უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენი ქვეყნები არ იყვნენ მხოლოდ წერტილები რუკაზე, არამედ აქტიური მონაწილეები იდეების, ტვირთებისა და შესაძლებლობების გლობალურ ნაკადში," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მან ასევე დადებითად შეაფასა CAREC - ის ფორმატში ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა და იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები აღნიშნულ საკითხზე სწრაფად განხორციელდება. „აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის კავშირებში ინვესტირებით, ინვესტიციას ვდებთ უფრო სტაბილურ, აყვავებულ და დაკავშირებულ მომავალში საქართველოსთვის, CAREC-ისთვის და მთელი რეგიონისთვის," - აღნიშნა გენადი არველაძემ.

ღონისძიება ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, ჩინეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მონღოლეთის, პაკისტანის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა. ღონისძიებაზე ხელი მოეწერა CAREC-ის ვაჭრობისა და ინვესტიციების წახალისების შესახებ პარტნიორობის დეკლარაციას და CAREC-ის რეგიონში ტურიზმის განვითარების ურთიერთგაგების მემორანდუმს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა

24.11.2025.11:13

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების საქართველოს ტერიტორიაზე, დიდი ოდენობით უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს.

მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, საერთო ჯამში, 427 კაფსულა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი გამოავლინეს.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა