საქართველო სოფლებში წყლის სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობისთვის აზიის განვითარების ბანკისგან 200 მლნ ევროს მიიღებს
დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, ლესლი ბეარმან ლამმა, ხელი მოაწერეს სასესხო შეთანხმებას საქართველოსთვის 200 მლნ ევროს ოდენობის გრძელვადიანი ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე.
შეთანხმება ითვალისწინებს სოფლად სტანდარტის შესაბამისი წყლის მდგრადი სისტემების მშენებლობასა და რეაბილიტაციას.
ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული პროგრამა არის აზიის განვითარების ბანკის შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების (RBL) მექანიზმის გამოყენების პირველი შემთხვევა საქართველოში.
პროგრამის აღმასრულებელ უწყებას წარმოადგენს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ხოლო პროგრამის განმახორციელებელ უწყებას - შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“.
სხვა სიახლეები
სგპ ,,ყაზბეგის" მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
03.11.2025.16:20
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,ყაზბეგი" მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც კუთვნილი ავტომობილის, ასევე ფიზიკური და ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 1194 გრამი ოქროსა და 18 გრამი ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 260 092 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.