მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7086.9
0.0039
flag
AZN 1.6003
-0.0007
flag
CNY 38.001
-0.0004
flag
EUR 3.2155
0.0245
flag
GBP 3.7502
0.0215
flag
KZT 52.43
0.001
flag
TRY 0.0683
-0.0001
flag
USD 2.7215
-0.0012

საქართველო საზოგადოებრივი კეთილდღეობის გაუმჯობესებით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია და 2012 წლის შემდეგ განცდილი პროგრესით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს

news image

„ატლანტიკურმა საბჭომ“ კეთილდღეობის 2025 წლის ინდექსი და მისი დეტალური ანგარიშგება გამოაქვეყნა. კვლევაში, საზოგადოებრივი კეთილდღეობა გააზრებულია არა მხოლოდ მოსახლეობის შემოსავლების დონის, არამედ სოციალური თანასწორობის, უმცირესობათა უფლებების დაცულობის, გარემოსდაცვის, განათლების და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თვალსაზრისით.

შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველომ ისტორიული მაქსიმუმი, 75.5% დააფიქსირა და კეთილდღეობის ინდექსის გაუმჯობესებით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულში მოხვდა. ორგანიზაციის შეფასებით, ჩვენს საუკუნეში, ანუ 2001-2024 წლების პერიოდში მსოფლიოში საზოგადოებრივი კეთილდღეობა 7,5 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა. ევროპაში კეთილდღეობის ინდექსის მატებამ 6,7 პუნქტი შეადგინა, ევროკავშირში კი 5,5. შედარებისთვის ამ პერიოდში საქართველოში საზოგადოებრივი კეთილდღეობის მაჩვენებელი 17 პუნქტით არის გაზრდილი. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, ის ფაქტი, რომ საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა 2012 წლის შემდეგ განცდილი პროგრესის მიხედვით. ორგანიზაციის შეფასებით, ბოლო 12 წელიწადში საქართველოში კეთილდღეობის ინდექსი 8,8 პუნქტით გაუმჯობესდა და მსოფლიო რეიტინგში ქვეყანა 23 ადგილით დაწინაურდა. დღეს საქართველო კეთილდღეობის დონით მსოფლიოში 47-ე ადგილზეა, რეიტინგით უსწრებს ყველა მეზობელს, ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატს და ნატოს და ევროკავშირის წევრს 5 სახელმწიფოს: თურქეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროს და ევროკავშირის წევრ ბულგარეთსაც. საქართველოს მინიჭებული აქვს „ზომიერი კეთილდღეობის“ მქონე ქვეყნის სტატუსი და მსოფლიო რეიტინგში სამომავლოდ მხოლოდ 6 ადგილით დაწინაურება სჭირდება, რათა „მაღალი კეთილდღეობის“ სტატუსი მიიღოს.

თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსებს „ატლანტიკური საბჭოს“ თავისუფლების და კეთილდღეობის ცენტრი აწარმოებს და ძირითადად ეფუძნება მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორების, გაეროს, ამერიკული ორგანიზაცია ჰერითიჯ ფაუნდეიშენის და ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ დეტალურ საერთაშორისო კვლევებს, მეცნიერულ ექსპერტიზას და აგრეგირებულ ინდექსებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, წიწამურის გადასახვევამდე, ტრანსპორტის შეუფერხებელი გადაადგილებისთვის სამუშაოები იწყება

01.07.2025.10:30

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას გზის გადასახვევამდე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის კმ23-კმ24 მონაკვეთზე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილების პირობების გასაუმჯობესებლად, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს იწყებს.
ავტომაგისტრალის აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული სავაჭრო და კვების ობიექტების გამო, ავტომანქანების დგომა-გაჩერება ხშირად იწვევს მოძრაობის შეფერხებას. ამ გამოწვევის დასაძლევად, საავტომობილო გზების დეპარტამენტში მუშავდებოდა ობიექტებთან მისასვლელად ერთიანი იზოლირებული შესასვლელისა და გამოსასვლელის მოწყობის პროექტი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოძრაობის ორგანიზებას და გაზრდის უსაფრთხოების დონეს.
გადაწყვეტილება მიღებულია და სამუშაოები დაახლოებით 2 კმ-იან მონაკვეთზე 4 ივლისს დაიწყება.
სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა: შემანელებელი და ამაჩქარებელი ზოლები, ლითონის მრუდხაზოვანი ზღუდარები და შესაბამისი საგზაო ნიშნები.
სამუშაოები შესრულდება ავტოტრანსპორტის მოძრაობის ნაკლებად დატვირთულ საათებში, რათა მინიმუმამდე შემცირდეს გზაზე მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებზე ზემოქმედება.
სამუშაოების მიმდინარეობისას, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით პერიოდულად შეიზღუდება ერთი სამოძრაო ზოლი.
ბოდიშს ვუხდით მძღოლებსა და მგზავრებს შესაძლო დისკომფორტისთვის და მოვუწოდებთ, ყურადღებით გაეცნონ დროებით საგზაო ნიშნებს და დაიცვან შეზღუდვები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა