მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7071.7
0.0004
flag
AZN 1.6025
-0.0003
flag
CNY 37.975
-0.0016
flag
EUR 3.1882
-0.0043
flag
GBP 3.7376
-0.0063
flag
KZT 52.34
-0.0018
flag
TRY 0.0683
-0.0002
flag
USD 2.7236
-0.0006

საქართველო კეთილდღეობის 12 წლიანი პროგრესით მსოფლიოში პირველ ადგილზეა და ძლიერი პოლიტიკური თავისუფლების მქონე მუდმივი დემოკრატიის სტატუსი აქვს

news image

„ატლანტიკურმა საბჭომ“ თავისუფლების და კეთილდღეობის 2025 წლის ინდექსებიგამოაქვეყნა. თავისუფლების ინდექსით საქართველოს ზომიერი თავისუფლების, ხოლო კეთილდღეობის ინდექსით ზომიერი კეთილდღეობის მქონე ქვეყნის სტატუსი აქვს. 

 

ორგანიზაციამ საქართველო მსოფლიოს ხანგძლივი პროგრესის მქონე ქვეყნებს შორის დაასახელა.  კეთილდღეობის ინდექსის 1წლიანი გაუმჯობესებით (2013-2024)საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ამასთან საქართველოს კეთილდღეობის ინდექსში ისტრიული მაქსიმუმი დაუფიქსირდა _ შეფასების 100%-ანი სისტემით 75,5%. გარდა ამისა საქართველო „ძლიერი პოლიტიკური თავისუფლების მქონე მუდმივი დემოკრატიის“ კატეგორიაში მოხვდა.

 

ორგანიზაციის შეფასებით დემოკრატიულად ითვლება ისეთი ქვეყნები რომელთა, პოლიტიკური სბინდექსის, ანუ პოლიტიკური თავისუფლების შეფასება 100%-იანი სისტემით 50%-ს აჭარბებს, ხოლო ავტოკრატიულად ფასდება ის სახელმწიფოები, რომელა ეფასებაც 50%-ზე დაბალია. ქვეყნები რომლებიც ხანგძლივადიან პერიოდში უწყვეტად ინარჩუნებენ პოლიტიკური სუბინდექსში 50%-ზე მაღალ შეფასებას, მუდმივ დემოკრატიებად სახელდებიან. ამასთან, გამოცემის თანახმად,  ძლიერი პოლიტიკური თავისუფლების მქონე ქვეყნებად მიიჩნევა ის სახელმწიფოები და ტერიტორიები, სადაც პოლიტიკური თავისუფლების ინდექსი 75%-ზე მაღალია.

წელს საქართველოს შეფასება პოლიტიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით 75.1%-ს შეადგენს, რაც მას ძლიერი პოლიტიკური თავისუფლების მქონე მუდმივი დემოკრატიის სტატუსს ანიჭებს. ფაქტს ამყარებს ის გარემოებაც, რომ საქართველოს პოლიტიკური თავისუფლების ინდექსში 75%-ზე მაღალი შეფასება მხოლოდ 2013 წლიდან მოყოლებული უწყვეტად აქვს. 2013 წლამდე პერიოდში ამ შესაძლებლობას საქართველო მუდმივად მოკლებული იყო. 

ატლანტიკური საბჭოს თავისუფლებისა და კეთილდღეობის ცენტრმა 2012 წლის შემდეგ მსოფლიოს დემოკრატიული განვითარების 12 წლიანი პერიოდი შეაჯამა. საქართველო მსოფლიოს იმ 50-მდე ქვეყანას შორის დასახელდა, სადაც დემოკრატიამ, ანუ პოლიტიკურმა თავისფლებამ გრძელვადიანი პროგრესი განიცადა, საქართველოს საზოგადოება კი მსოფლიოს მოსახლეობის იმ 9%-ში მოხვდა, რომელმაც  2012 წელთან შედარებით წინსვლა განიცადა ქვეყანაში პოლიტიკური თავისუფლების გაუმჯობესების თვალსაზრისით.  

პოლიტიკური თავისუფლების კატეგორიაში საქართველომ ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო ისეთ წამყვან კრიტერიუმში, როგორიცაა „არჩევნები“, სადაც შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველომ 82.4%-ი დაიმსახურა, შემდეგ მოდის „სამოქალაქო თავისუფლებები“ – 81.8%. 

გარდა ამისა,  საქართველო უმცირესობების უფლებების დაცვის რეიტინგში მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყნას შორის მოხვდა და 39-ე ადგილზე გამწესდა, ხოლო ბიუროკრატიის სიჯანსაღის და კორუფციისგან თავისუფლების რეიტინგში მსოფლიოში 36-ე პოზიციაზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა.

ბიუროკრატიის სიჯანსაღით და კორუფციისგან თავისუფლებით საქართველო უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს: ლატვიას, ესპანეთს, იტალიას, კვიპროსს, პოლონეთს, ხორვატიას, სლოვაკეთს, მალტას, უნგრეთს, საბერძნეთს, მონტენეგროს, რუმინეთს, ბულგარეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, თურქეთს.

ორგანიზაცია ზოგადი თავისუფლების მდგომარეობას აფასებს ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა: სამართლიანი არჩევნები, სამოქალაქო თავისუფლებები, პოლიტიკური უფლებები, კანონის სიცხადე, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა, ჯანსაღი ბიუროკრატია და კორუფციისგან თავისუფლება, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, საკუთრების უფლება და ა.შ. კრიტერიუმები ჯგუფურად ავს იყრის და ნაწილდება  სამ აგრეგატულ ინდექსში: ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, პოლიტიკური თავისუფლების ინდექსი და ლეგალური თავისუფლების ინდექსი. 

რაც ეეხება კეთილღეობის ინდექსს, მისი შეფასება ეფუძნება 6 საყრდენს: 1. შემოსავლების დონე 2. გარემოსდაცვა. 3. უმცირესობების უფლებების დაცულობა; 4. საზოგადოებრივი ჯანმრთელობა; 5. განათლება; 6. თანასწორობა

კეთილდღეობის ინდექსის რეიტინგი მსოფლიოს 164 ქვეყანას და ტერიტორიას ყოფს  4 კატეგორიად: მაღალი კეთილდღეობა; ზომიერი კეთილდღეობა; კეთილდღეობის დაბალი დონე და  კეთილდღეობის უდაბლესი დონე. საქართველომ ინდექსის მიხედვით „ზომიერი კეთილდღეობის“ სტატუსი მიიღო, და მსოფლიოში 47-ე ადგილზე გავიდა. ორგანიზაციის განმარტებით „მაღალი კეთილდღეობის“ სტატუსი ეძლევა ქვეყნას, რომელიც კეთილდღეობის რეიტინგში პირველიდან 41-ე პოზიციამდე დაიკავებს სარეიტინგო ადგილს. საქართველო წელს 47-ე ადგილზეა და მხოლოდ 6 ადგილით დაწინაურება ჭირდება „მაღალი კეთილდღეობის“ სტატუსის მოსაპოვებლად. წელს საქართველო კეთილდღეობის რეიტინგში უსწრებს ყველა მეზობელ სახელმწიფოს, ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას და ევროკავშირის და ნატოს წევრ 5 სახელმწიფოს: ბულგარეთს, თურქეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას და მონტენეგროს.

თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსებს „ატლანტიკური საბჭოს“ თავისუფლების და კეთილდღეობის ცენტრი აწარმოებს და ძირითადად ეფუძნება მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორების,  გაეროს, ამერიკული ორგანიზაცია ჰერითიჯ ფაუნდეიშენის და ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ დეტალურ საერთაშორისო კვლევებს, მეცნიერულ ექსპერტიზას და აგრეგირებულ ინდექსებს.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რიკოთის დარჩენილი 4 კმ-იანი 4 ზოლიანი მონაკვეთის 2 ზოლის მშენებლობა დასრულდა

28.06.2025.11:44

რიკოთის 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზის დარჩენილი 4 კმ-იანი მონაკვეთის აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებაზე 2 ზოლის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეს გაიხსნა. 

ახალ 2 ზოლზე დროებით გადაერთვება ორივე მიმართულების სატრანსპორტო მოძრაობა: ერთი ზოლი მოემსახურება აღმოსავლეთიდან დასვლეთისკენ მიმავალ ტრანსპორტს, ხოლო მეორე ზოლი - დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მომავალ ტრანსპორტს. 

მოძრაობის გადართვისთანავე, დაიწყება ამავე მონაკვეთზე არსებული ძველი გზის მაგისტრალურ გზად რეკონსტრუქციისა და მშენებლობის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა 2 ზოლიანი ჩქაროსნული გზა და 5 ახალი ხიდი.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, რიკოთის 52 კმ-იანი მაგისტრალი სრულად იქნება გახსნილი ავტოტრანსპორტისთვის, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილებას. 

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სულ შენდება 52 კმ-იანი 4 ზოლიანი მაგისტრალური გზა (51 გვირაბითა და 97 ხიდით). ამ დროისათვის, ტრანსპორტი უკვე ისარგებლებს ახალი 4 ზოლიანი გზის 48 კმ-ით (50 გვირაბითა და 91 ხიდით), რომელმაც 8 კმ-ით შეამცირა მგზავრობის მანძილი და გაანახევრა გადაადგილების დრო. 

ახალი გზა აშენებულია საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და უზრუნველყოფილია საგზაო განათების სისტემით. 

საერთო ჯამში, რიკოთის მაგისტრალური ახალი გზის 96%-ით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს. 

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) და მსოფლიო ბანკის (WB) სესხებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა