საქართველო, აშშ-ში ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ გამოფენაში, CES - ში მონაწილეობდა
საქართველო, წელს უკვე მეორედ, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და მასშტაბურ ტექნოლოგიურ გამოფენაში, CES - ში (Consumer Electronics Show) მონაწილეობდა, რომელიც აშშ -ში, ლას ვეგასში იმართებოდა. CES 2026 აერთიანებს სხვადასხვა აქტივობას, პანელურ დისკუსიებს, პრეზენტაციებს, შეხვედრებს, სხვადასხვა ქვეყნის ეკოსისტემებისა და ტექნოლოგიური კომპანიების გამოფენებს მთელი მსოფლიოდან. საქართველო ღონისძიებაზე “StartUP in Georgia” ინიციატივით იყო წარმოდგენილი, რომელიც მოიცავს ქვეყნის პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზარზე, როგორც სტარტაპების განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს მქონე ადგილი.
CES 2026-ის მთავარი ფოკუსი წელს ხელოვნური ინტელექტი იყო, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გენერაციულ და ფიზიკურ AI-ს, მის გამოყენებას განათლებაში, ჯანდაცვაში, ბიზნესსა და სხვადასხვა ინდუსტრიაში, ასევე AI-ის ინტეგრაციას მოწყობილობებსა და მონაცემებზე დაფუძნებულ სისტემებში.
CES ყოველწლიურად აერთიანებს 130 000-ზე მეტ ვიზიტორს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და მასში მონაწილეობას იღებს 4 000-ზე მეტი კომპანია, მათ შორის წამყვანი ტექნოლოგიური კორპორაციები, სტარტაპები, ინვესტორები და მედიის წარმომადგენლები. გამოფენა წარმოადგენს გლობალურ პლატფორმას ტექნოლოგიური ტრენდების, ინოვაციებისა და სამომავლო თანამშრომლობების დამყარებისთვის. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მონაწილეობა CES 2026-ზე მიზნად ისახავდა საქართველოს მზარდ ტექნოლოგიურ ჰაბად პოზიციონირებას.
დღის ტოპ 10 სიახლე
ქვეშეთი-კობის საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და არსებული გამოწვევები - რევაზ სოხაძის განმარტება
სხვა სიახლეები
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს - გარემოს ეროვნული სააგენტო
12.01.2026.14:40
„13 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, მთაში თოვლის სახით, 14 იანვარს ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე - თოვა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.
მთიან რაიონებში მოსალოდნელია ნისლი, ქარბუქი, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება.
დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.