მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7080.9
-0.0004
flag
AZN 1.5921
-0.0002
flag
CNY 38.012
0.0013
flag
EUR 3.156
-0.012
flag
GBP 3.6328
-0.0061
flag
KZT 50.32
-0.0004
flag
TRY 0.0645
0
flag
USD 2.7076
-0.0003

საქართველო აგრძელებს თავისი პოზიციის გაუმჯობესებას ბიზნესისთვის ხელსაყრელი და გლობალურად მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბების მხრივ - მარიამ ქვრივიშვილი

news image

„საქართველოს ეკონომიკამ შთამბეჭდავი მდგრადობა აჩვენა. 2024 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9,4% შეადგინა. პანდემიის შემდგომ პერიოდში, საქართველო რეგიონსა და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგების მქონე ქვეყნად იქცა და 2021-2024 წლებში საშუალოდ ზრდამ 9,7%-ს მიაღწია. 2025 წელიც მნიშვნელოვანი ეკონომიკური აქტივობით დაიწყო: იანვარ-აგვისტოში 7,9%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა არაბთა გაერთიანებული საამიროების გამოცემა Gulf News - სთან ინტერვიუში. 

ამასთან, მინისტრმა განმარტა, რომ  წარმატებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლების კვალდაკვალ, ქვეყანა მზადაა გაგრძელდეს სტრუქტურული რეფორმების  პროცესი, ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების, მეტი მაღალი ხარისხის ინვესტიციების მოზიდვისა და პროდუქტიული კაპიტალის მოზიდვის ხელშეწყობის მიმართულებით, გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად.

მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა მსოფლიო ბანკის ავტორიტეტულ ანგარიშზე „B-READY 2024", მიხედვითაც საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა ბიზნესის კეთებისთვის საუკეთესო ადგილის თვალსაზრისით, მეორეზე - ოპერაციული ეფექტიანობის, ხოლო მეექვსეზე - გადასახადების კუთხით. მისი თქმით, ეს რეიტინგები ასახავს საფუძვლიან რეფორმებსა და ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს.

"საქართველო აგრძელებს თავისი პოზიციის გაუმჯობესებას ბიზნესისთვის ხელსაყრელი და გლობალურად მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბების მხრივ," - აღნიშნა მინისტრმა. მისი თქმით, აღნიშნული დინამიკის შესანარჩუნებლად, საქართველოს მთავრობა ამარტივებს პროცედურებს, აუმჯობესებს ინფრასტრუქტურას და ზრდის ინვესტორთა მომსახურების არეალს. „ჩვენ ვავითარებთ კაპიტალის ბაზრებს ვენჩურული კაპიტალისა და კერძო ინვესტიციების ფონდების მეშვეობით, ასევე ვთავაზობთ მასტიმულირებელ მექანიზმებს, როგორიცაა FDI საგრანტო პროგრამა, რომელიც ინვესტორის ხარჯების ნაწილს ანაზღაურებს და საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, რომელიც ამცირებს საშემოსავლო და მოგების გადასახადების განაკვეთს IT კომპანიებისთვის 5%-მდე," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, სარფში ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინი" აღმოაჩინეს

21.10.2025.10:38

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,სარფის" მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალება "კოკაინი" (50 გრამამდე) აღმოაჩინეს.

სამართალდამრღვევ მოქალაქეს, 3 შეფუთვად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება სხეულზე მალულად ჰქონდა განთავსებული.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა