საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა
2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა. შესაბამისი განკარგულება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 5 აგვისტოს გამართულ სხდომაზე მიიღო.
საარჩევნო ადმინისტრაცია, ბოლო წლებში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შერჩევის პროცესს ღიად და გამჭვირვალედ წარმართავს. შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება კანდიდატების შერჩევის პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა - კომისიის წევრობის მსურველების თანხმობის შემთხვევაში მათთან გასაუბრება ღიად, ლაივ რეჟიმში განხორციელდება. ჩართულ მხარეებს და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გასაუბრებას უშუალოდ დააკვირდნენ ცესკოს ოფიციალური სოციალური ქსელების მეშვეობით.
რაც შეეხება კონკურსის დეტალებს - საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევი კონკურსი 73 საოლქო საარჩევნო კომისიაში გამოცხადდა. თითოეულ ოლქში სამი ვაკანტური ადგილია. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველების განაცხადების მიღება დღეს დაიწყო.
მივმართავთ დაინტერესებულ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს, იაქტიურონ და დროულად შემოიტანონ საკონკურსო დოკუმენტაცია.
აქვე შეგახსენებთ, რომ საკონკურსო საბუთები მიიღება 2025 წლის 6 აგვისტოდან 7 აგვისტოს 18:00 საათის ჩათვლით, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, განმცხადებელმა საკონკურსო დოკუმენტაცია შესაძლებელია ასევე წარადგინოს სპეციალური ელექტრონული პლატფორმის (Konkursi.cec.gov.ge) საშუალებით.
დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე, ინფორმაციის მისაღებად ასევე შეგიძლიათ მიმართოთ კონტაქტ-ჰაბს - 2 51 00 51
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ და განცხადების ფორმა იხილეთ ბმულზე - https://cesko.ge/ge/siakhleebi/pres-relizebi/singleview/11036599-konkursebi-saolko-saarchevno-komisiebis-droebiti-tsevrebis-vakantur-tanamdebobebze
სხვა სიახლეები
07.08.2025.13:00
სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის სამეგრელოს რეგიონულმა ჯგუფმა ფოთში, გვიან ღამით, აზიური ფაროსანას და სხვა მავნე მწერების საწინააღმდეგო მორიგი წამლობა ჩაატარა. მობილიზებული იყო 10 ერთეული სპეცტექნიკა. სპეციალისტებმა ქალაქის შიდა და გარე პერიმეტრზე 600 ჰა ტერიტორია თერმული ნისლით დაამუშავეს.
ღონისძიებების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას მართვის ცენტრის უფროსი დავით აშორდია და ფოთის ვიცე-მერი დავით კვიციანი. აღსანიშნავია, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებულ კომპლექსურ ღონისძიებებში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობა. წამლობა უსაფრთხოების წესების დაცვით, საღამოს საათებში მიმდინარეობს და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მოსახლეობას წინასწარ აფრთხილებენ.
დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს როგორც თერმული ნისლით ტერიტორიების დამუშავება, ასევე ცივი შესხურებით სიმინდის მასივების წამლობა.