მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯი
flag
AMD 7117
0.0011
flag
AZN 1.6059
0.0002
flag
CNY 38.037
0.0041
flag
EUR 3.1625
0.0387
flag
GBP 3.7058
0.0206
flag
KZT 53.42
-0.002
flag
TRY 0.0694
-0.0003
flag
USD 2.7301
-0.0005

სამეცნიერო-კვლევითი მიზნით გამოყენებული თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის რეგისტრაცია სავალდებულო ხდება

news image

თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზესაქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში განხორციელებული ცვლილების შედეგად, სამეცნიერო-კვლევითი მიზნით გამოყენებული თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის რეგისტრაცია სავალდებულო ხდება.

აღნიშნული ცვლილება ეფუძნება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივას და მიზნად ისახავს ბიომრავალფეროვნების დაცვას, თევზჭერის ელექტროიარაღების სამართლებრივ კონტროლს და მათი შესაძლო არასამეცნიერო/უკანონო გამოყენების პრევენციას.

ზემოაღნიშნული ცვლილება ამოქმედდა 2025 წლის 10 ივნისიდან. შესაბამისად, ყველა პირი ან ორგანიზაცია, რომელიც სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებში იყენებს თევზმიმზიდ ელექტროშოკურ მოწყობილობას, ვალდებულია, აღნიშნული მოწყობილობა 10 ივნისიდან 2 თვის განმავლობაში დაარეგისტრიროს სპეციალურ ელექტრონულ რეესტრში, რომელსაც აწარმოებს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო. რეგისტრაციის განსახორციელებლად, დაინტერესებულმა პირებმა წერილობითი განცხადებით უნდა მიმართონ სსიპ ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოს.

დამატებითი ინფორმაციისთვის:

info@wla.gov.ge 

+995 571 77 60 00‬ გიორგი ზაალიშვილი იქტიოლოგი‬‬‬


‪+995 591 41 29 16‬ ნათია ცხოვრებაშვილი, ველური ბუნებისა და აღწარმოების სამსახურის უფროსის მოადგილე‬‬‬.  

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იმერეთის რეგიონში იმყოფება

13.06.2025.10:42

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იმერეთის რეგიონში იმყოფება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი ბაღდათში, სოფელს ვარციხეში, შპს აგროლეინის მოცვის ბაღს, გადამმუშავებელ და შემნახველ საწარმოს დაათვალიერებს. დავით სონღულაშვილი შეხვედრას გამართავს ფერმერებთან და მეწარმეებთან. 

მინისტრს დაგეგმილი აქვს შეხვედრები: სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ ოფისში, რომელიც იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს; ქუთაისის ზონალურ დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში, სადაც განსაკუთრებით საშიში პათოგენით გამოწვეულ ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკა, სურსათისა და სასმელი წყლის საერთაშორისო დონის კვლევები ტარდება. 

მინისტრი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონულ სამსახურებსაც ესტუმრება და თანამშრომლებს შეხვდება; დაათვალიერებს გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფისს, რომელშიც განთავსებულია მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეულები - ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია, გეოლოგიური განყოფილება და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტი.

დავით სონღულაშვილი, იმერეთის რეგიონში ყოფნის დროს, პრომეთეს მღვიმესაც დაათვალიერებს, რომელსაც სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა