მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7101.6
-0.0037
flag
AZN 1.6036
-0.0003
flag
CNY 37.943
-0.0002
flag
EUR 3.1287
-0.0086
flag
GBP 3.6632
-0.0054
flag
KZT 52.43
-0.0012
flag
TRY 0.0689
-0.0001
flag
USD 2.727
-0.0006

სალმონელა შაურმაში - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საშაურმეს საწარმოო პროცესი შეუჩერა

news image

თბილისის  საქალაქო  სამსახურის ინსპექტირების ჯგუფმა  განახორციელა  სახელმწიფო კონტროლი  საშაურმეში  „სთრით ფუდ 125“  (მისამართი. თბილისი, მტკვრის ქ. N1, / 405641907).  

შემოწმებისას , ინსპექტორებმასალმონელაზე კვლევის მიზნით , აიღეს 5 ნიმუში  და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიესხუთივე  გამოკვლეულ  ნიმუშში აღმოჩენილია პათოგენური მიკროორგანიზმი - სალმონელა (SALMONELLA).

შედეგადსაშაურმეში  „სთრით ფუდ 125“  ჩატარდა არაგეგმური ინსპექტირება, რომლის ფარგლებშიც ასევე    გამოვლინდა  კრიტიკული შეუსაბამობები.   კანონმდებლობის შესაბამისად,    ობიექტი დაჯარიმდა და  საწარმოო პროცესი, შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა.

ამასთან,   მიკვლევადობით  დადგენილია კომპანია, რომელიცსთრით ფუდ 125“-  ხორცით ამარაგებდასალმონელაზე  კვლევის მიზნით აღებულია ღორის ხორცის ნიმუშები  , რომლის შედეგებიც  საზოგადოებას ეცნობება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image 12-13 ივნისს, სტეფანწმინდაში, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ, გაეროს განსახლების პროგრამის მხარდაჭერით (UN-Habitat), III საერთაშორისო ფორუმი გამართა

19.06.2025.17:05

12-13 ივნისს, სტეფანწმინდაში, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ, გაეროს განსახლების პროგრამის მხარდაჭერით (UN-Habitat), III საერთაშორისო ფორუმი გამართა. ფორმატი მთიანი დასახლებების პრობლემების გადაჭრის გზებზე ორიენტირებული დიალოგისთვის ახალი პლატფორმის შექმნას ემსახურებოდა. მონაწილეებს ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის, ინსტრუმენტებისა და მიდგომების გაზიარების შესაძლებლობა მიეცათ

ღონისძიება სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსმა, ზურაბ წიკლაურმა გახსნა და ქვეყნის მაღალმთიანი დასახლებების განვითარებისთვის სივრცითი და ურბანული დაგეგმვის მნიშვნელობაზე ისაუბრა

ფორუმის ფარგლებში, საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი დასახლებები მოინახულეს და ორი დღის განმავლობაში, სამუშაო ფორმატში განიხილეს მთიანი დასახლებების მდგრადი განვითარების მიმართულებით არსებული საუკეთესო პრაქტიკა. ფორუმს მოდერაციას სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილე თინათინ ყოლბაია უწევდა. ექსპერტებმა, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა და აკადემიური წრის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება მაღალმთიან რეგიონებში სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების მნიშვნელობის და მეთოდოლოგიის შესახებ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ალპების კონვენციის საზოგადოების ქვეყნების გამოცდილებაზე

ორდღიანი სამუშაოების შემდეგ სამოქმედო ღონისძიებათა გეგმა გაიწერა. გეგმამ პოლიტიკის დოკუმენტის სახე მიიღო. ის კორექტირებისთვის მუნიციპალიტეტებს დაეგზავნათ. საბოლოო დოკუმენტი გაეროს განსახლების პროგრამის ვებგვერდზე (UN-Habitat) გამოქვეყნდება.   

მთიანი დასახლებები კლიმატის ცვლილებისა და უპრეცედენტო ურბანიზაციის ეპოქაში ყველაზე მოწყვლად ტერიტორიებს მიეკუთვნებიან. მყინვარების დნობის, დეპოპულაციისა და მასობრივი ტურიზმის კომბინირებული ეფექტები საფრთხეს უქმნის მთიანი დასახლებების საცხოვრებლად ვარგისიანობას. სათანადო დაგეგმარება კი გადამწყვეტ როლს თამაშობს მთიანი დასახლებების სწორად განვითარებასა და ღირსებული საცხოვრებელი გარემოს შენარჩუნებაში. ასევე, უზრუნველყოფს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვას. სწორედ ამ მიზნით ჩატარდა საქართველოს ეროვნული ურბანული ფორუმი, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა, ერთმანეთს საუკეთესო გამოცდილება გაუზიარეს. ჩამოყალიბდა ახალი პლატფორმა მთიანი დასახლებების პრობლემების გადაჭრის გზებზე ორიენტირებული დიალოგისთვის

ყაზბეგში გამართულ ორდღიან სამუშაო შეხვედრაში ექსპერტები, ადგილობრივი თვითმმართველობის და აკადემიური წრის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა