მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7069.8
-0.0029
flag
AZN 1.5957
-0.0001
flag
CNY 37.786
-0.0044
flag
EUR 3.1511
-0.0192
flag
GBP 3.635
-0.0167
flag
KZT 51.44
-0.0016
flag
TRY 0.0674
-0.0001
flag
USD 2.7127
-0.0011

საკრებულოში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

news image

სისხლის დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოსა და სისხლის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის ინიციატივით  მოეწერა

ხელმოწერის ცერემონიალი დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გაიმართა

მემორანდუმს ხელი საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ და სისხლის ცენტრის დირექტორმა თამთა ლევიძემ მოაწერეს

მემორანდუმის თანახმად, სისხლის ცენტრი დონაციის პროცესის განხორციელებას და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უსაფრთხო სისხლის მარაგის შექმნას უზრუნველყოფსრომელიც უსასყიდლოდ მოხმარდება იმ ბავშვებსრომლებიც სისხლსა და სისხლის კომპონენტებს საჭიროებენ

დღესვე დედაქალაქის საკრებულოშიჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის ინიციატივით, სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა საკრებულოს წევრებმა, აპარატის თანამშრომლებმა, რაიონების გამგებლებმა და გამგეობების თანამშრომლებმა მიიღესაქციას  სსსაქართველოს კლინიკები“  -  ციციშვილის ბავშვთა რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორი გიორგი თედორაშვილი ესწრებოდა.

თბილისის საკრებულოში დღეს გამართული სისხლის უანგარო დონაციის აქცია სისხლის დონორის მსოფლიო დღეს ეძღვნება. აქცია  ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის ინიციატივით ტარდება და წარმოადგენს დიდ შესაძლებლობას, რათა ერთად გავაკეთოთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმე და ვაჩუქოთ სიცოცხლე მათ, ვისაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდება. შეგროვებული სისხლი იმ ბავშვებისთვის იქნება განკუთვნილივისთვისაც თითოეული წვეთი სიცოცხლეს ნიშნავს“,  -  განაცხადა ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ ფარგლებში, დასაქმების 75%-იანი მაჩვენებელი გვაქვს - კახა კალაძე

17.07.2025.12:11

თბილისის მერმა კახა კალაძემ კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით მიმდინარე და დასრულებულ პროექტებზე ისაუბრა. 

მისივე თქმით, ქვეყანაში ერთ-ერთი გამოწვევის - დასაქმების აღმოსაფხვრელად მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2018 წლიდან დაწყებული პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

„ბოლო წლების განმავლობაში იმ პოლიტიკით, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს, უამრავი სამუშაო ადგილი შეიქმნა, თუმცა ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად მაინც რჩება დასაქმება. ბიზნესი ეძებს კვალიფიციურ სპეციალისტებს. შესაბამისად, აღნიშნული პროგრამა გვაძლევს ცოდნას, რა სფეროებში სჭირდება ბიზნესს ძლიერი კადრები და ზუსტად ამ მიმართულებით ვაძლევთ ახალგაზრდებს შესაძლებლობას, რომ პროფესიულ საქმიანობაში განვითარდნენ და დასაქმდნენ. დასაქმების 75%-იანი მაჩვენებელი გვაქვს. მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაიზრდება ეს შესაძლებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიას განმარტებით კი, განათლების და ახალგაზრდობის მიმართულებით 900-მდე პროექტი დაფინანსდა. 

„განათლების მიმართულებით არსებული პროექტები მიმართულია იმ საჭიროებებზე, რაც დედაქალაქში არსებობს. ჯამში, ნახევარმა მილიონმა ბენეფიციარმა ისარგებლა აღნიშნული პროგრამით. პრიორიტეტულია სწავლის დაფინანსება. მიგვაჩნია, რომ ყველას, ვისაც აქვს სწავლის სურვილი, ამის შესაძლებლობა უნდა მიეცეს. ამიტომ, არსებობს პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, სწავლა დაუფინანსდა 19 000-მდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს. ბოლო წლებში დაემატა მრავალშვილიანი და შშმ სტუდენტების სწავლის დაფინანსების კომპონენტი. უკვე 4 000-მდე სტუდენტმა ისარგებლა ამ შესაძლებლობით. ასევე, ვახალისებთ წარჩინებულ სტუდენტებს. ამისთვის შევიმუშავეთ წარჩინებული მაგისტრანტების სტიპენდია, რაც მუნიციპალიტეტის სახელით გაიცემა. 5 000-მდე მაგისტრანტმა ისარგებლა აღნიშნული პროგრამით“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.

მისივე თქმით, ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლები მოსწავლეებს არაფორმალური განათლების მისაღებად მნიშვნელოვან შესაძლებლობას აძლევს.

„არაფორმალური განათლება მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მისი ერთ-ერთი კომპონენტია ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე. ყოველწლიურად 3 000-ზე მეტი მოსწავლეა ჩართული საგანმანათლებლო და შემოქმედებით საქმიანობაში 130-მდე მიმართულებით; მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების ცხრა ფილიალში 4 000-მდე ახალგაზრდა ჩართულია საგანმანათლებლო, შემოქმედებით და სპორტულ წრეებში; მოქმედებს 34 მუსიკალური სკოლა, რომელიც იძლევა 15 მოთხოვნადი მუსიკალური პროფესიის დაუფლების შესაძლებლობას. ჯამში, 9 000-მდე ჩვენი მოქალაქე სარგებლობს ამ პროგრამით“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ. 

მერის მოადგილის განცხადებით, მუნიციპალიტეტი აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ რაც შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს კულტურული და განათლების სხვადასხვა პროგრამა.

„ინკლუზიური ხელოვნებისა და განათლების მიმართულებით აქტიურად ფინანსდება სხვადასხვა პროექტი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს სხვადასხვა კულტურული თუ განათლების კომპონენტი, მათთვის, ვისაც სჭირდებათ დამატებითი ხელშეწყობა“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა