მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7047.4
-0.0021
flag
AZN 1.5916
-0.0002
flag
CNY 37.693
-0.0032
flag
EUR 3.123
-0.0114
flag
GBP 3.6172
0.0004
flag
KZT 49.81
-0.0001
flag
TRY 0.0667
0
flag
USD 2.7067
-0.0003

საქპატენტსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

news image

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

საქპატენტის ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ისეთი სამეცნიერო და შემეცნებითი პროექტების ერთობლივად განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების დაცვას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ინოვაციებისა და საგამომგონებლო საქმიანობის წახალისებასა და, ასევე, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კვალიფიკაციის ამაღლებას.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ. შეხვედრისას აღინიშნა, რომ მემორანდუმის ფარგლებში გაიმართება სემინარები, ტრენინგები, პანელური დისკუსიები და სხვადასხვა სახის საინფორმაციო კამპანიები, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მნიშვნელობის შესახებ.

გარდა ამისა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ევროპის საპატენტო უწყებასთან (EPO) შუამდგომლობით, საქპატენტი უზრუნველყოფს KIU-ს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის წვდომას EPO-ს აკადემიის PATLIB-ის სასწავლო კურსებსა და მასალებზე, რათა სამეცნიერო და კვლევით საქმიანობაში აქტიურად იქნეს გამოყენებული საპატენტო ინფორმაცია და შესაბამისი ინსტრუმენტები, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ინოვაციური პროექტებისა და კვლევების კომერციალიზაციასა და დაცვას, ასევე, უნივერსიტეტის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას საერთაშორისო დონეზე და ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩიქოვანი, საქპატენტის სწავლებისა და გადამზადების ცენტრის ხელმძღვანელი ლალი ამირანაშვილი და KIU-ს კანცლერი თეა იმედაძე.

დამატებით აღსანიშნავია, რომ აქტიურ ფაზაშია ინტელექტუალური საკუთრების სწავლების საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის საქართველოში დანერგვის საკითხი. იგეგმება, სამმხრივი მემორანდუმის გაფორმება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას (WIPO), საქპატენტსა და KIU-ს შორის. სამაგისტრო პროგრამა - „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა“ მიზნად ისახავს სამაგისტრო დონეზე ინტელექტუალური საკუთრების სფეროში უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობას, ინტელექტუალური საკუთრების უმაღლესი განათლების მაღალ საფეხურზე მხარდაჭერასა და რეგიონში ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო მიმზიდველობის ცენტრად ჩამოყალიბებას.

WIPO-ს აკადემია ინტელექტუალური საკუთრების ერთობლივ სამაგისტრო პროგრამებს უკვე ახორციელებს მსოფლიოს 17 ქვეყნის საუკეთესო რეპუტაციის მქონე 18 უნივერსიტეტთან.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ჯივიპიმ ევდოშვილის ქუჩაზე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია დაიწყო

30.07.2025.15:56

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ევდოშვილის ქუჩაზე წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტი კომპანიის 2025 წლის საინვესტიციო გეგმის ფარგლებში ხორციელდება და მისი ჯამური ინვესტიცია 1.6 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ჯივიპის ტექნიკური დირექტორი გიგა ნადირაძე, დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ უგულავა და დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში, გივი ჩხარტიშვილი ადგილზე გაეცნენ.

სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება  1.7 კმ-მდე სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელები, დამონტაჟდება 37 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, მოეწყობა 76 საკვანძო ჭა და 3 სახანძრო ჰიდრანტი.

„ჯივიპი აქტიურად აგრძელებს წყალმომარაგებისა და წყალარინების მოძველებული ქსელების შეცვლა-განახლებას. ახლა ჩვენ ვიმყოფებით დიდუბის რაიონში, ევდოშვილის ქუჩაზე, სადაც წყალარინებისა და წყალმომარაგების ქსელის სრული განახლება მიმდინარეობს. სამუშაოები ივლისის თვეში დაიწყო და მისი დასრულება სექტემბრის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. აღნიშნული საინვესტიციო პროექტის ღირებულება 1.6 მილიონ ლარზე მეტია,“ - გიგა ნადირაძე, ჯივიპის ტექნიკური  დირექტორი.

პროექტის დასრულების შემდეგ ევდოშვილის და მიმდრებარე ქუჩების მოსახლეობას წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.

ჯივიპი მომავალშიც განაგრძობს გეგმური საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, რაც ქალაქის მასშტაბით წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის ეტაპობრივ განახლებას ემსახურება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა