მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.8
0.0045
flag
AZN 1.5872
-0.0003
flag
CNY 38.245
0.0004
flag
EUR 3.164
0.0058
flag
GBP 3.6084
-0.0011
flag
KZT 51.77
-0.0007
flag
TRY 0.0632
-0.0001
flag
USD 2.6985
-0.0006

სახელმწიფომ ქვემო ქართლის რეგიონში ახალი მრავალწლოვანი ბაღების გაშენება 4600 ჰექტარზე მეტ ფართობზე 30 მლნ ლარზე მეტით დააფინანსა - დავით სონღულაშვილი

news image

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში იმყოფებოდა, სადაც  სახელმწიფო მხარდაჭერით გაშენებული ბაღები  დაათვალიერა

მინისტრი ქვემო ქართლში მაცხოვრებელ იმ ფერმერებსაც შეხვდა, რომლებმაც სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებით ისარგებლეს. ფერმერებმა სახელმწიფოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მინისტრისგან სამომავლოდ დაგეგმილ პროგრამებზე მიიღეს ინფორმაცია.

დავით სონღულაშვილმა აგრარული დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა მიზნობრიობის აქტივობაზე გაამახვილა ყურადღება და  აღნიშნა, რომ ქართული პროდუქციის წარმოების ზრდის ტენდენცია, დიდწილად, სწორედ ამ მხარდაჭერის შედეგია. როგორც  მინისტრმა აღნიშნა, ქვემო ქართლს ვაშლის, ატმის, ვაშლატამასკაკლოვნების და სხვა პროდუქციის წარმოების დიდი პოტენციალი აქვს. ამ პოტენციალის გამოყენების მიზნითსახელმწიფომ ქვემო ქართლის რეგიონში ახალი მრავალწლოვანი ბაღების გაშენება 4600 ჰექტარზე მეტ ფართობზე 30 მლნ ლარზე მეტით დააფინანსა. შედეგად, ქართული ვაშლი ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნის უმეტეს ნაწილს აკმაყოფილებს და ექსპორტზეც აქტიურად გადის. ბოლო ათი თვის განმავლობაში, საქართველოდან ექსპორტზე 18.0 ათასი ტონა ვაშლი გავიდა, რომლის ღირებულებამაც 11.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

შპს „Cadel Business“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია

სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით კომპანიამ  რამდენიმე წლის წინ ვაშლის ბაღი 11,2 ჰექტარზე  გააშენა, რისთვისაც 2 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. ბაღის გაშენებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად  შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში აგროსესხმა დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო პროგრამითდანერგე მომავალიმეწარმემ  100,000 ლარის თანადაფინანსება მიიღო

კომპანიამ „Cadel Business“ გასულ წელს ვაშლის მოსავალი ადგილობრივ ბაზარზე  გაყიდაძირითადად, ქსელურ მაღაზიებშინიკორასადაორ ნაბიჯში“. ვაშლის ბაღებიდან წელს კომპანია 500 ტონა ვაშლის მოსავალს ელოდება.   

დავით სონღულაშვილმა კომპანიის  მსხლის თანამედროვე სტანდარტების ინტენსიური ბაღიც დაათვალიერა, სადაც  მსხლის ევროპული ჯიშები - კაიზერი, კონფერენსი და ვილიამსია გაშენებული. მინისტრი კომპანიის ვენახშიც იმყოფებოდა. სასუფრე ყურძნის ჯიშის ვენახი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2020 წელს, 5 ჰექტარზე გაშენდა. სახელმწიფო თანადაფინანსებამ 27,700 ლარი შეადგინა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, ქვემო ქართლის მხარეში  სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე  და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული იმყოფებოდნენ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები აინთო

12.12.2025.21:37

პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. დღესვე, დედაქალაქის ყველა უბანი საახალწლო ილუმინაციებით განათდა.

ნაძვის ხის ანთების ცერემონიას, რომელიც თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენით გაფორმდა, დედაქალაქის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად დაესწრო. 

თბილისის მერმა ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადობას სიტყვით მიმართა, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და მშვიდობა უსურვა. „ახალი წლის მოლოდინი სიკეთით ავსებს ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს. დღეს ინთება მთავარი ნაძვის ხე, ასევე, დღეიდან გაიხსნება „საახალწლო სოფელი“, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულ მოგონებებთან, ემოციებთან არის დაკავშირებული. დარწმუნებული ვარ, წელსაც განსაკუთრებული იქნება ჩვენი დედაქალაქი. ნაძვის ხის ანთებისას ყოველთვის იფიქრებენ სურვილებს. ცხადია, სურვილი ბევრია, მაგრამ არის ერთი განსაკუთრებული - მშვიდობა, რადგან მშვიდობას მოაქვს სიკეთე, განვითარება, წინსვლა და კეთილდღეობა. დაე, მშვიდობა სუფევდეს მთელ საქართველოში, მსოფლიოში, სიკეთით სავსე იყოს ჩვენი ულამაზესი თბილისი და საქართველო. გილოცავთ წინასწარ შობა-ახალ წელს. გილოცავთ საახალწლო დღეების დაწყებას“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრის, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდიისა და დათო ფოცხიშვილის ანსამბლ „მეტეხის“ წარმომადგენლები, ასევე, დავით ევგენიძე და „რანინა“; მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე; წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. 

ღონისძიების კონცეფცია, რომლის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძეა, აგებული იყო დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე - „სიკეთით სავსე ქალაქი“. 

საზეიმო ცერემონიას ასევე მინისტრთა კაბინეტის წევრები, თბილისის მერის მოადგილეები, პარლამენტისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

დღეს პირველი რესპუბლიკის მოედანზე „საახალწლო სოფელიც“ გაიხსნა, სადაც 7 იანვრის ჩათვლით, სხვადასხვა წარმოდგენა გაიმართება. ამავე ტერიტორიაზე განთავსდა ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და სანტას სახლი. 

„საახალწლო სოფელი“ საზეიმო ღონისძიებით 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი პირველი რესპუბლიკის მოედანზე 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა