მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7099.9
0.0071
flag
AZN 1.5908
-0.0003
flag
CNY 38.205
0.0026
flag
EUR 3.131
0.0106
flag
GBP 3.561
0.0107
flag
KZT 52.18
-0.0001
flag
TRY 0.0637
0
flag
USD 2.7047
-0.0005

სახელმწიფო უნივერსიტეტებში საკადრო პოლიტიკა უნდა გადაიხედოს და უნდა შეიქმნას ბირთვი სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორების სახით - ირაკლი კობახიძე

news image

ვფიქრობთ, საკადრო პოლიტიკა უნდა გადაიხედოს და უნდა შეიქმნას სახელმწიფო უნივერსიტეტებში ბირთვი სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორების სახით, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და მათ უნდა ჰქონდეთ შესაბამისად, სათანადო სამუშაო პირობები, მაღალი ანაზღაურება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სრულ განაკვეთზე მომუშავე სრული პროფესორის ანაზღაურება უნდა აღემატებოდეს ხელზე 10 ათას ლარს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საკადრო პოლიტიკაში არის სერიოზული პრობლემები სახელმწიფო უნივერსიტეტებში და მთავარი პრობლემა არის ის, რომ უმეტეს შემთხვევაში, პროფესორები, პედაგოგები მუშაობენ არასრულ განაკვეთზე, შესაბამისად, ისინი არ არიან აქტიურად ჩართული სასწავლო პროგრამების დახვეწა-განვითარებაში, არ არიან ჩართული სათანადოდ კვლევით საქმიანობაში.

„მათთვის არ არის შექმნილი სათანადო პირობები, მათ შორის ვსაუბრობთ შრომის ანაზღაურებაზე, რომელიც არის ძალიან დაბალი. ასეთ პირობებში, როდესაც მაგალითად, სრული პროფესორის ხელფასი კატეგორიების მიხედვით არის 2-3 ათასი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რთულია, დააინტერესო პირობითად კვალიფიციური ეკონომისტი, იურისტი ან ნებისმიერი სხვა მიმართულების წარმომადგენელი, რომ სრულ განაკვეთზე იმუშაოს უნივერსიტეტში. ამიტომ ხშირად ხდება ისე, რომ ადამიანები მუშაობენ სხვაგან და შეთავსებით მუშაობენ აკადემიურ სფეროში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ასეთ პირობებში სისტემა ვერ ვითარდება და დგას ერთ ადგილზე. ვფიქრობთ, რომ საკადრო პოლიტიკა უნდა გადაიხედოს და რაც მთავარია, უნდა შეიქმნას სახელმწიფო უნივერსიტეტებში ბირთვი სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორების სახით, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და მათ უნდა ჰქონდეთ შესაბამისად, სათანადო სამუშაო პირობები და მაღალი ანაზღაურება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სრულ განაკვეთზე მომუშავე სრული პროფესორის ანაზღაურება უნდა აღემატებოდეს ხელზე 10 ათას ლარს.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ის ოპტიმალური მაჩვენებელი, რაც ჩვენ მოგვცემს სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვალიფიციური კადრების მოზიდვის და დამაგრების შესაძლებლობას, სხვანაირად რთული იქნება. დაგვრჩება იგივე ვითარება, რაც დღეს არის, რომ შეთავსებით კითხულობენ ლექციებს და ატარებენ სემინარებს პედაგოგები.

ოპტიმიზაციის პირობებში სავსებით შესაძლებელია, რომ ასეთ ხელფასზე გავიდეთ სრული პროფესორების ნაწილში. დარჩებიან არასრულ განაკვეთზე მომუშავე პედაგოგებიც და მათი ანაზღაურება იქნება ბევრად უფრო ნაკლები სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორებთან შედარებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ასევე იქნება არაერთი მიმართულება, სადაც არის კადრების დეფიციტი, მათ შორის ეს არის ტექნოლოგიები, ტექნიკური მიმართულებები და არ მარტო.

„ბევრი მიმართულებით განათლების სამინისტრო აქტიურად იმუშავებს იმისათვის, რომ კვალიფიციური კადრების მოზიდვა საზღვარგარეთის ქვეყნებიდან მათ შორის საპენსიო ასაკს მიღწეული ადამიანები, რომლებსაც აქვთ რესურსი, რომ ლექციები წაიკითხონ, იმუშაონ კიდევ 7-8-10 წლის განმავლობაში, შეიძლება, მეტი ხნის განმავლობაში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთ დეფიციტურ მიმართულებებზე საჭირო იქნება უცხოელი პედაგოგების მოზიდვა და ამაზეც აქტიურად ვიმუშავებთ. საკადრო პოლიტიკა არსებითად უნდა გადაიხედოს, ერთგვარი კათედრის პრინციპი უნდა დაინერგოს, როდესაც მიმართულებას ჰყავს ხელმძღვანელი, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამისი მიმართულებით პროგრამების დახვეწაზე, განვითარებაზე და ასევე კვლევითი საქმიანობის აქტიურად წარმოებაზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საგრანტო უხეში მოდელი, რომელიც არის მარტივად მოჭრილად ერთ სტუდენტზე გათვლილი, ვფიქრობთ, უნდა ჩანაცვლდეს დაკვეთაზე დაფუძნებული სისტემით, რომელიც ბევრ კომპონენტს გაითვალისწინებს - ირაკლი კობახიძე

26.11.2025.17:45

საგრანტო უხეში მოდელი, რომელიც არის მარტივად მოჭრილად ერთ სტუდენტზე გათვლილი, ვფიქრობთ, რომ უნდა ჩანაცვლდეს დაკვეთაზე დაფუძნებული სისტემით, რომელიც ბევრ კომპონენტს გაითვალისწინებს ერთობლივად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, დაფინანსების სისტემა არის დასახვეწი.

„არის ძალიან უხეში სისტემა - წლების განმავლობაში მოქმედებს საგრანტო დაფინანსების მოდელი ერთ სტუდენტზე 2250 ლარი, ეს თანხაც კი არ შეცვლილა, არც ინფლაციას მიჰყვება, არც არაფერს, არის უბრალოდ მოჭრილი უხეში დაფინანსება. ვფიქრობთ, ეს მიდგომაც უნდა გადაიხედოს, უნდა შეფასდეს, რა მიმართულებით რა საჭიროება არსებობს, მათ შორის კონკრეტული სპეციალობების კონკრეტული საჭიროებებიც უნდა განისაზღვროს. მაგალითად, ექიმის მომზადებას შეიძლება, დასჭირდეს მეტი თანხა, ვიდრე იურისტის მომზადებას, ამასაც კი არ ითვალისწინებს დღევანდელი მოდელი. ეს ყველაფერი უნდა გადაიხედოს და ეს საგრანტო უხეში მოდელი, რომელიც არის მარტივად მოჭრილად ერთ სტუდენტზე გათვლილი, ვფიქრობთ, რომ უნდა ჩანაცვლდეს დაკვეთაზე დაფუძნებული სისტემით, რომელიც ბევრ კომპონენტს გაითვალისწინებს ერთობლივად", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა