მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7074.6
-0.0012
flag
AZN 1.5918
-0.0003
flag
CNY 38.013
0
flag
EUR 3.1321
0.0028
flag
GBP 3.5557
-0.0055
flag
KZT 51.53
-0.0018
flag
TRY 0.0641
0
flag
USD 2.7064
-0.0001

სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან სახელმწიფო ქონების გაცვლა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული პირობებით იქნება შესაძლებელი - ნინო ენუქიძე

news image

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მომზადდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ნინო ენუქიძის განცხადებით, ცვლილებით, სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან სახელმწიფო ქონების გაცვლა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული პირობებით იქნება შესაძლებელი, რომლის შესახებაც საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტი მომზადდება. მისი თქმით, დღემდე ასეთი წინაპირობები არ არსებობდა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მთავრობა გადაწყვეტილებას ინდივიდუალური განხილვის შემდეგ იღებდა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, კანონში შეტანილი ცვლილების შესაბამისად, მთავრობას დაევალება, შეიმუშავოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელშიც ზედმიწევნით გაიწერება, რა შემთხვევებში იქნება შესაძლებელი სახელმწიფო ქონების გაცვლა ან პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება. 

„პირდაპირი მიყიდვა საგამონაკლისო ნორმაა და აქამდე საქართველოს კანონმდებლობით მკაცრად რეგლამენტირებული არ იყო. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მთავრობამ შეიმუშავა ცვლილებები შესაბამის კანონში, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით უკვე მიიღო. მთავრობის ნორმატიული აქტით, დეტალურად გაიწერება კონკრეტული შემთხვევები, როგორ განხორციელდება პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება, ან ქონების გაცვლა," - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

ახალი რეგულაციის მიხედვით, მთავრობა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით, ვალდებული იქნება კანონის მიღებიდან სამოცი დღის ვადაში შეიმუშაოს ნორმატიული აქტი, რომელიც განსაზღვრავს ქონების განკარგვის წინაპირობებს როგორც გაცვლის, ისე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოს ბანკის ლარის ევრობონდების ემისია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საერთაშორისო ინვესტორთა მზარდ ნდობას საქართველოს საბანკო სექტორის მიმართ - ნათია თურნავა

12.11.2025.16:20

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა დადებითად აფასებს საქართველოს ბანკის მიერ 450 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ევრობონდების წარმატებით გამოშვებას საერთაშორისო ბაზარზე.

„ლარის ევრობონდების ემისია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საერთაშორისო ინვესტორთა მზარდ ნდობას საქართველოს ეკონომიკის და საბანკო სექტორის მიმართ განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა რეგიონის გეოპოლიტიკური ვითარება გამოწვევებითა და გაურკვევლობებით ხასიათდება", - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ლარში დენომინირებული ევრობონდების გამოშვება ქვეყნის ფინანსური სექტორის მდგრადობისა და გრძელვადიანი სტაბილურობის განმტკიცების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„გვჯერა, რომ ლარის ევრობონდების ემისია კარგი მაგალითი იქნება სხვა ქართული ბანკებისა და კომპანიებისთვის საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვის კუთხით", - დასძინა ნათია თურნავამ.

მისივე განცხადებით, ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული ტრანზაქცია კვლავაც ადასტურებს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში ინვესტირების გაზრდილ საერთაშორისო ინტერესს, რაც უნდა აღინიშნოს, რომ სებ-ის მიერ გატარებული სწორი მონეტარული პოლიტიკისა და თანმიმდევრული დედოლარიზაციის პოლიტიკის შედეგია.

საქართველოს ბანკმა 450 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ევრობონდები გამოუშვა. ტრანზაქციის მენეჯერები არიან ისეთი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკები როგორიცაა - Citigroup; J.P. Morgan. BCP Securities, Oppenheimer Europe, Société Générale და „გალტ & თაგარტი". ევრობონდები ირლანდიის საფონდო ბირჟაზე განთავსდება და Moody's Investors Service Ltd-ისგან Ba2 რეიტინგს მიიღებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა