სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს „საქართველოს რკინიგზა“ მგზავრებს უფასოდ მოემსახურება
სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს „საქართველოს რკინიგზა“ მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. დამატებითი რეისები შესრულდება როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო ტრანსპორტით.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. გარდა ამისა, დაინიშნება უფასო ტრანსპორტი რეგიონებიდან თბილისში გამომგზავრების მსურველთათვის.
აღნიშნული გადაწყვეტილება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ მიიღო.
კომისიის გადაწყვეტილებით, მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება „საქართველოს რკინიგზა“.
დამატებითი რეისები შესრულდება როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო ტრანსპორტით“, - ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
ჩვენ ვაღიარებთ პატრიარქის მნიშვნელოვან როლს საქართველოს ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში და მის სულიერ ლიდერობას - ბელგიის საელჩო
19.03.2026.10:18
საელჩო უსამძიმრებს საქართველოს მოსახლეობას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო, - ნათქვამია ბელგიის საელჩოს განცხადებაში.
„ჩვენ ვაღიარებთ მის მნიშვნელოვან როლს საქართველოს ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში და მის სულიერ ლიდერობას მილიონობით მორწმუნისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.