საჯარო სკოლებში სასწავლო წელი დაიწყო
დღეს სკოლებში პირველკლასელთათვის პირველი ზარი ირეკება. 15 სექტემბერს, საქართველოს მასშტაბით, სკოლებში ახალი სასწავლო წელი იწყება. წელს პირველ კლასში 42 000-მდე მოსწავლე საჯარო სკოლაში, ხოლო 7000-მდე კერძო სკოლაში იწყებს სწავლას.
განათლების სამინისტროს ხელშეწყობით, საჯარო სკოლების ყველა მოსწავლე კვლავ უზრუნველყოფილია წიგნებითა და რვეულებით. ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს საჯარო სკოლების პირველკლასელები და მათი დამრიგებლები მიიღებენ პორტაბელურ კომპიუტერებს. დღეიდან ყველა სკოლისთვის კვლავ ხელმისაწვდომი იქნება ელექტრონული ჟურნალი, რაც მასწავლებლებს ხელს შეუწყობს ელექტრონულად აღრიცხონ მოსწავლეების დასწრება და შეფასება, ხოლო მშობლებს ყოველდღიურად ჰქონდეთ ინფორმაცია მათ შვილებთან დაკავშირებით სკოლაში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ყველა სკოლა ინტერნეტიზებულია და ჩართულია ერთიან საგანმანათლებლო ქსელში.
სხვა სიახლეები
15.09.2025.12:49
მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან დღემდე, GCCA-მა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი 17 მოვაჭრეს დაუდგინა.
დარღვევები შეეხებოდა მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების დარღვევის, მომხმარებლისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსაბამო საქონლის გადაცემის, საქონლის დადგენილ ვადაში მიწოდების ვადის დარღვევის, მომხმარებლისთვის ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების შეზღუდვისა და მოვაჭრის მიერ უსამართლო კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტებს.
კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეებს დაევალათ, 1 თვის ვადაში აღმოფხვრან დარღვევა, სავაჭრო პოლიტიკა შეუსაბამონ კანონის მოთხოვნებს და აღადგინონ მომხმარებელთა დარღვეული უფლებები.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში, კანონის დარღვევის ფაქტის დადასტურების შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო 5 მოვაჭრე დაჯარიმდა, ჯარიმის საერთო ოდენობამ - 3908 ლარი შეადგინა.
უფლებების დარღვევის შემთხვევაში, მომხმარებლებს შეუძლიათ, შეავსონ განაცხადის ფორმა მითითებულ ბმულზე: https://gcca.gov.ge/index.php?m=401 და შევსებული განაცხადი გაგზავნონ ელ-ფოსტაზე: consumer@gcca.gov.ge. დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ, ისარგებლონ GCCA-ის ცხელი ხაზით: 15 20 ან 032 2 05 44 22.