საჯარო და კერძო ექსტენციის თანამშრომლობის შესახებ ფორუმი გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ (VET) პროექტის მესამე ფაზის ფარგლებში სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ ორგანიზებული ფორუმი „საჯარო და კერძო ექსტენციის თანამშრომელობა“ მისასალმებელი სიტყვით გახსნა.
„სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის განვითარებისთვის სახელმწიფო არაერთი მიმართულებით აქტიურად მუშაობს. აღნიშნული კომპონენტი, ფაქტობრივად, ყველა სახელმწიფო პროგრამაში გათვალისწინებულია და ნებისმიერი ფერმერისთვის, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის და რაოდენობის პროდუქტს აწარმოებს, საექსტენციო სერვისი ხელმისაწვდომია. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განხორციელდეს ისეთი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენი ფერმერების კონკურენტუნარიანობას და როგორც წარმოებული პროდუქციის ხარისხის, ისე რაოდენობის ზრდას. აღნიშნული დინამიკური პროცესის ადეკვატური უნდა იყოს პროფესიული განვითარების სისტემაც, რომელიც უპასუხებს ფერმერის საჭიროებებს და საექსტენციო სერვისებიც მათი შესაბამისი იქნება“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა.
ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, დავით წითლიძემ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელმა, ელენე ცხაკაიამ. VET პროგრამის მიმდინარეობის შესახებ პრეზენტაცია სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ წარადგინა.
ფორუმს ესწრებოდა აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა, სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე ზურაბ ლიპარტია, სოფლის განვითარების სააგენტოს პარტნიორი დონორი ორგანიზაციების, პროფესიული სასწავლებლების, საჯარო და კერძო ექსტენციის წარმომადგენლები და სტუდენტები.
ღონისძიება გაიმართა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ (VET) პროგრამის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარების ფონდის (SDC) მხარდაჭერით.
აღსანიშნავია, რომ მცირე ფერმერებისთვის საექსტენციო მომსახურების მიწოდების გაუმჯობესების მიზნით, VET პროგრამის ფარგლებში მომზადდა ანალიტიკური დოკუმენტები. კერძო და საჯარო უწყებების ექსტენციონისტებმა და სტუდენტებმა, სამუშაო ჯგუფების ფორმატში, განიხილეს ყველაზე მოთხოვნადი აგრო-საექსტენციო სერვისების, აგრარული მიმართულებით სასწავლო პროგრამების და პროფესიული განათლების სექტორის საჭიროებათა კვლევების საკითხები და შეიმუშავეს რეკომენდაციები.
სხვა სიახლეები
30.07.2025.15:56
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ევდოშვილის ქუჩაზე წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტი კომპანიის 2025 წლის საინვესტიციო გეგმის ფარგლებში ხორციელდება და მისი ჯამური ინვესტიცია 1.6 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ჯივიპის ტექნიკური დირექტორი გიგა ნადირაძე, დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ უგულავა და დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში, გივი ჩხარტიშვილი ადგილზე გაეცნენ.
სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება 1.7 კმ-მდე სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელები, დამონტაჟდება 37 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, მოეწყობა 76 საკვანძო ჭა და 3 სახანძრო ჰიდრანტი.
„ჯივიპი აქტიურად აგრძელებს წყალმომარაგებისა და წყალარინების მოძველებული ქსელების შეცვლა-განახლებას. ახლა ჩვენ ვიმყოფებით დიდუბის რაიონში, ევდოშვილის ქუჩაზე, სადაც წყალარინებისა და წყალმომარაგების ქსელის სრული განახლება მიმდინარეობს. სამუშაოები ივლისის თვეში დაიწყო და მისი დასრულება სექტემბრის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. აღნიშნული საინვესტიციო პროექტის ღირებულება 1.6 მილიონ ლარზე მეტია,“ - გიგა ნადირაძე, ჯივიპის ტექნიკური დირექტორი.
პროექტის დასრულების შემდეგ ევდოშვილის და მიმდრებარე ქუჩების მოსახლეობას წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.
ჯივიპი მომავალშიც განაგრძობს გეგმური საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, რაც ქალაქის მასშტაბით წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის ეტაპობრივ განახლებას ემსახურება.