,,საინფორმაციო ქოლ-ცენტრი 11808"-ის მიერ, შემოსავლების სამსახურის შესახებ მცდარი SMS შეტყობინება ვრცელდება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს აცნობებს, რომ უწყების სახელით ,,საინფორმაციო ქოლ-ცენტრი 11808″ მიერ, სხვადასხვა სატელეფონო ნომრებზე ვრცელდება მცდარი ინფორმაციის შემცველი გზავნილები, თითქოს ფიზიკურ პირებს ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის შესაძლებლობა აქვთ შემდეგ მისამართებზე – თბილისი, მერაბ კოსტავას ქუჩა N68 და ვახტანგ გორგასლის ქუჩა N16, – ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
“ხაზგასმით განვმარტავთ, რომ აღნიშნულ მისამართებზე არ ფუნქციონირებს მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრები. ამასთან, SMS-ის ავტორები მომხმარებლებს, საკუთარი ინიციატივით/თვითნებურად, აწვდიან შემოსავლების სამსახურთან გადაუმოწმებელ/დაუზუსტებელ ინფორმაციას.
შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ,,საინფორმაციო ქოლ-ცენტრი 11808”-ს უზრუნველყოს მცდარი/არაზუსტი მონაცემების დაუყოვნებლივ გასწორება.
აქვე, დამატებით კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ გადასახადის გადამხდელს შეუძლია საგადასახადო ორგანოში დეკლარაცია წარადგინოს, მოქალაქეთა სერვისცენტრში მიუსვლელად, ელექტრონული დეკლარირების საშუალებით.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმულები:
https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1589
ვიდეო ინსტრუქცია:
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1607, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღის ტოპ 10 სიახლე
თბილისის შემოვლითი გზის 45-ე კმ-ზე დაწესებული მოძრაობის შეზღუდვა 28 ნოემბრის ჩათვლით გახანგრძლივდა
სხვა სიახლეები
თბილისის შემოვლითი გზის 45-ე კმ-ზე დაწესებული მოძრაობის შეზღუდვა 28 ნოემბრის ჩათვლით გახანგრძლივდა
28.10.2025.18:35
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის 45-ე კმ-ზე მიმდინარე რკინიგზის გზაგამტარის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება ნაწილობრივი შეზღუდვით.
შეზღუდვის პერიოდში, რუსთავი-ზაჰესის მიმათულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება სოფელ ყარათაკლიადან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი(ველი)-გაჩიანი-რუსთავის და გამარჯვება-რუსთავის საავტომობილო გზების გავლით, საიდანაც სოფელ გამარჯვებაში უერთდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზას, ხოლო ზაჰესი-რუსთავის მიმართულებით მოძრაობა, სამუშაოების მიმდინარეობის პირველ ეტაპზე ხორციელდება მარჯვენა სამოძრაო ზოლის გამოყენებით, ხოლო მეორე ეტაპზე განხორციელდება მარცხენა სამოძრაო ზოლის გამოყენებით.
აღნიშნული სამუშაოების წარმოების ვადად განსაზღვრული იყო 2025 წლის 28 ოქტომბერი. თუმცა, სამუშაოების დასრულება ვერ მოესწრო დადგენილ ვადაში და საჭიროა მისი გაგრძელება 2025 წლის 28 ნოემბრის ჩათვლით.