საგზაო უსაფრთხოების წესების შესახებ კანონში ცვლილებებს პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს
პარლამენტი მეორე მოსმენით საგზაო უსაფრთხოების წესების შესახებ კანონში ცვლილებებს განიხილავს. კანონპროექტის მიღების შედეგად, დაწესდება პასუხისმგებლობა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი ცალკეული ქმედებებისათვის, მეორე მხრივ კი, გამკაცრდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ სამართალდარღვევებისთვის, რომელთათვისაც გათვალისწინებული სანქცია ვერ უზრუნველყოფს პრევენციული ფუნქციის შესრულებას.
სხვა სიახლეები
ბორჯომი–ბაღი–ტბა–ცემის გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა - პროექტის ღირებულებამ ₾5.2 მილიონი შეადგინა
08.12.2025.16:00
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი–ბაღი–ტბა–ცემის საავტომობილო გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
განახლებული მონაკვეთი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, საკურორტო სოფლებს - სადგერს, ტბასა და ცემს ემსახურება და ძირითადად, დასახლებულ ტერიტორიაზე გადის, რაც გზის უსაფრთხო და კომფორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას განსაკუთრებით მნიშვნელოვანს ხდის ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის.
პროექტის ფარგლებში, განხორციელდა გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესება, სავალი ნაწილის რეაბილიტაცია და გაფართოება, კიუვეტების, მილებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების აღდგენა და მოწყობა. მოწესრიგდა მოსახლეობის ეზოებთან მისასვლელები და ადგილობრივ გზებთან მიერთებები. ასევე, მოეწყო ავტობუსის გაჩერება, მოინიშნა გზის სავალი ნაწილი, დამონტაჟდა საგზაო ნიშნები.
განახლებული გზა არსებითად გააუმჯობესებს სოფლებში მცხოვრები ოჯახების გადაადგილების პირობებს.
პროექტი დაფინანსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მისი ღირებულება 5.2 მილიონი ლარია.
ბორჯომი–ბაღი–ტბა–ცემის გზის მასშტაბური, კაპიტალური რეაბილიტაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2022 წელს განახორციელა, რომლის ფარგლებშიც დასრულდა 6.5 კმ-იანი მონაკვეთის განახლება.