მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7063.1
0.0094
flag
AZN 1.5924
0.0017
flag
CNY 38.059
0.0075
flag
EUR 3.1979
0.0181
flag
GBP 3.6924
0.0124
flag
KZT 50.09
0.0005
flag
TRY 0.0656
0.0001
flag
USD 2.708
0.0029

შიდა ქართლში კუსტარულად ხდებოდა ბრენდული ალკოჰოლური სასმელების უკანონო ჩამოსხმა/რეალიზაცია - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

news image
საგამოძიებო სამსახურში ბრიფინგი გაიმართა.
 
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, კერძოდ 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.
 
დაკავებულია დანაშაულში თანამონაწილე 7 პირი.
 
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებს შიდა ქართლის რეგიონში, წლების განმავლობაში, გააჩნდათ არალეგალურად მოქმედი, ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქარხანა, სადაც კუსტარულად ხდებოდა სხვადასხვა დასახელების, ქართული და უცხოური, ბრენდული ალკოჰოლური სასმელების უკანონო ჩამოსხმა-რეალიზაცია.
 
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულ იქნა, სარეალიზაციოდ გამზადებული, 75 137 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი, კერძოდ არაყი BELUGA (ბელუგა), BELVEDER (ბელვედერი), GREY GOOSE (გრეი გუსი), ვისკი BORKAN (ბორკან) და CHIVAS REGAL (ჩივას რეგალი).
 
ჩხრეკისას ქარხანაში ასევე აღმოვაჩინეთ ხსენებული სასმელების წარმოებისთვის განკუთვნილი დიდი რაოდენობით ბოთლები, საცობები, ეტიკეტები, შესაფუთი მასალა, ხოლო ცისტერნებში - დაახლოებით 24 ტონა ალკოჰოლური სითხე, რომლითაც ხდებოდა ზემოაღნიშნული ფალსიფიცირებული სასმელების დამზადება.
 
ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთი საწყობიდან დამატებით ამოვიღეთ 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი „KARELIA” (კარელია). ასევე ამოღებულია სიგარეტის შეფუთვისათვის და წარმოებისათვის განკუთვნილი ტექნიკური დანადგარები.
 
ამოღებული უაქციზო ალკოჰოლური სასმელების და სიგარეტების საორიენტაციო ღირებულებამ შესაძლოა ათეულობით მილიონი შეადგინოს, რასაც საბოლოოდ საქმეზე ჩატარებული შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს.
 
ვაგრძელებთ საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების წარმოებას ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა პირების მხილების მიზნით.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მე-200 მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.
news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image GCCA-მა „მეამას" მიერ მომხმარებლის უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმების გაფორმებით დაასრულა

17.09.2025.13:28

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „მეამას" მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმების გაფორმებით დაასრულა.
 
კერძოდ, საქმე ეხებოდა მომხმარებლის უკმაყოფილებას „მეამას" აპარატიდან ყავის კაფსულის შეძენასთან დაკავშირებით, რა დროსაც, მისი მტკიცებით, პროდუქტის მიღება ვერ მოხერხდა, თუმცა მიუხედავად ამისა, ანგარიშიდან თანხა მაინც ჩამოეჭრა. განმცხადებელი კომპანიისგან ითხოვდა თანხის დაბრუნებას, რასთან დაკავშირებითაც მიმართა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს.
 
საქმის შესწავლის პროცესში, მოვაჭრემ სააგენტოს კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად პირობითი ვალდებულებების აღება შესთავაზა. შეთავაზების განხილვის შედეგად სააგენტომ მიიჩნია, რომ პირობითი ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში აღარ იარსებებდა კანონის სავარაუდო დარღვევის რისკი, შესაბამისად, საქმის შესწავლა პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმების გაფორმებით დასრულდა.
 
სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა: კომპანიის შიდა პოლიტიკის გამოსწორება და კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ფორმის შემუშავება ქართულ ენაზე - მკაფიო და გასაგები სახით, პროდუქციასა და მომსახურებაზე გასაყიდი ფასისა და ერთეულის ფასის მკაფიო და გასაგები ფორმით მითითება, საგარანტიო პირობების მკაფიო ფორმულირება და იმ მომხმარებელთა უფლებების აღდგენა, რომელთა უფლებებიც,  სავარაუდოდ, დაირღვა კანონის მოთხოვნათა შეუსრულებლობის შედეგად.
 
შპს „მეამას" განესაზღვრა 1-თვიანი ვადა სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა