მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7063.3
-0.007
flag
AZN 1.5875
-0.0001
flag
CNY 38.241
0.0026
flag
EUR 3.1582
0.0184
flag
GBP 3.6095
0.0162
flag
KZT 51.84
-0.0032
flag
TRY 0.0633
-0.0001
flag
USD 2.6991
-0.0004

საფეხბურთო მატჩის გამო, 15 ნოემბერს „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

news image

საქართველო-ესპანეთის ნაკრებებს შორის 15 ნოემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის გამო, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ეტაპობრივად, ნაწილობრივ შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეზღუდვა იმოქმედებს 10:00 საათიდან 00:00 საათამდე, რა დროსაც, მოძრაობა აიკრძალება გიორგი ცაბაძის, დავით ყიფიანის, სლავა მეტრეველის ქუჩებზე, ასევე, აკაკი წერეთლის გამზირზე.

„გადაადგილება შესაძლებელი იქნება თევდორე მღვდლის, აბასთუმნის, მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩების, თამარ მეფის გამზირის, ასევე, არჩილ ქურდიანის, შოთა იამანიძისა და მურმან ლებანიძის ქუჩების საშუალებით.

აღნიშნულ პერიოდში, დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტიც. კერძოდ, ავტობუსები: N384, N386, N311, N320, N315, N327, N306, N308 და N381 წერეთლის გამზირიდან იმოძრავებენ ქუთაისის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც, სვლას განაგრძობენ ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის, სააკაძის მოედნის, კონსტანტინე გამსახურდიას გამზირის, გიორგი მიროტაძის ქუჩის, პეკინის გამზირის გავლით და კვლავ, კონსტანტინე გამსახურდიას გამზირის საშუალებით, გმირთა მოედანს დაუკავშირდებიან. გმირთა მოედნიდან N320, N327, N386, N381, N315 და N384 ავტობუსები მგზავრებს დადგენილი მარშრუტით, თამარ მეფის გამზირის გავლით მოემსახურება, ხოლო N306, N308 და N311 არსებული სქემით, ვარაზისხევის საშუალებით იმოძრავებენ.

რაც შეეხება მიკროავტობუსებს: N541, N551, N536 და N431 წერეთლის გამზირიდან იმოძრავებენ ქუთაისის ქუჩის მიმართულებით და დაუკავშირდებიან სააკაძის მოედანს, საიდანაც N541 გიორგი მიროტაძის ქუჩით დაუკავშირდება კონსტანტინე გამსახურდიას გამზირს და გმირთა მოედნიდან იმოძრავებს დადგენილი სქემით. N551 გიორგი მიროტაძის ქუჩიდან დაუკავშირდება პეკინის გამზირს და იმოძრავებს დადგენილი სქემით; N536 გიორგი მიროტაძის ქუჩით დაუკავშირდება გამსახურდიას გამზირს, რის შემდეგაც, გმირთა მოედნიდან გადაადგილდება თამარ მეფის გამზირზე და იმოძრავებს დადგენილი სქემით; N431 სააკაძის მოედნიდან შარტავას ქუჩაზე გადაადგილდება, საიდანაც გამოიყენებს უკვე დადგენილ მარშრუტს.

აღნიშნული საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკუმიმართულებისას წერეთლის გამზირს ანალოგიური გზებით დაუკავშირდება. მიკროავტობუსი N476 ჟიული შარტავას ქუჩიდან სააკაძის მოედნისა და გიორგი მიროტაძის ქუჩის გავლით, პეკინისა და კონსტანტინე გამსახურდიას გამზირებს დაუკავშირდება, ხოლო თამარ მეფის გამზირიდან იმოძრავებს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას, აღნიშნული მიკროავტობუსი გამოიყენებს ანალოგიურ მარშრუტს; N504 მოძრაობას დაასრულებს მეტროსადგურ „წერეთელთან“, ხოლო N538 სადგურის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით, დაუკავშირდება გენერალ კვინიტაძის ქუჩას, თამარ მეფის გამზირს და შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით.

უკუმიმართულებისას, N538 თამარ მეფის გამზირიდან დაუკავშირდება მტკვრის მარცხენა სანაპიროს და მეტროსადგურ „დიდუბისკენ“ სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image დავით სონღულაშვილმა კენიის რესპუბლიკაში ვიზიტი შეაჯამა

11.12.2025.17:22

„გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეშვიდე სესია, სადაც  სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მქონდა, მნიშვნელოვანი პლატფორმაა - ქვეყნები წარადგენენ საკუთარ მიღწევებს და გამოცდილებებს გარემოსდაცვითი მიმართულებებით. განსაკუთრებული გზავნილი, რაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და ამ ტრიბუნიდან გავაჟღერეთ  არის ის, რომ შეუძლებელია რეფორმების განხორციელება, შეუძლებელია გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევა მშვიდობის გარეშე. მშვიდობის შენარჩუნებას სჭირდება ბრძოლა. მხოლოდ მშვიდობა უზრუნველყოფს თითოეული ქვეყნის სტაბილურ განვითარებას და დასახული მიზნების მიღწევას“, - აღნიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა კენიის რესპუბლიკაში ვიზიტის შეჯამების დროს. 

დავით სონღულაშვილი კენიის რესპუბლიკაში, ქალაქ ნაირობიში, გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეშვიდე სესიას (UNEA-7) დაესწრო და სიტყვით გამოვიდა. სესია გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) სათაო ოფისში მიმდინარეობდა და მას 50-მდე ქვეყნის გარემოსდაცვითი და კლიმატის მიმართულების მინისტრი, 130 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

„კენიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გვქონდა გაეროს მაღალი თანამდებობის პირებთან, ასევე, რამდენიმე კოლეგა მინისტრთან, სადაც ვისაუბრეთ იმ მიღწევებზე, რაც საქართველოს გარემოსდაცვითი მიმართულებით აქვს. მათი მხრიდან დაფიქსირდა ურყევი თანადგომა და მხარდაჭერა რეფორმების და ამბიციური გეგმების  განხორციელების პროცესში“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი სამუშაო ვიზიტით კენიის რესპუბლიკაში, ქ. ნაირობიში იმყოფებოდა. 

ვიზიტის ფარგლებში, დავით სონღულაშვილი გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეშვიდე სესიაზე (UNEA-7)სიტყვით გამოვიდა. მინისტრმა შეხვედრები გამართა  გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) აღმასრულებელ მდივან ტატიანა მოლჩეანთან, გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP) აღმასრულებელ დირექტორ ინგერ ანდერსენთან, კენიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ მუთაი კაგვესთან, კენიის რესპუბლიკის გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილებისა და სატყეო მეურნეობის მინისტრ დებორა მლონგო ბარასთან, კენიის რესპუბლიკის ინვესტიციების, ვაჭრობისა და ინდუსტრიის მინისტრ ლი კინიანჯუისთან და  ბელგიის სამეფოს კლიმატის და ეკოლოგიის მინისტრ ჟან-ლუკ კრიუკესთან.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა