საერთაშორისო არეალზე ძალიან გააქტიურებულია ინტერესი საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კუთხით და ეს ეხება ბევრ ეკონომიკურ სექტორს - მარიამ ქვრივიშვილი
„საქართველოს საინვესტიციო კლიმატი და ის შემართება, რაც ჩვენს ხელისფლებას აქვს, მხოლოდ და მხოლოდ განაპირობებს იმას, რომ ქვეყანაში ინვესტიციები გაიზრდება და ჩვენ ამ დადებით დინამიკას ვხედავთ", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრმა ქვეყნის საინვესტიციო გარემოსა და ამ კუთხით არსებულ პერსპექტივებზე საუბრისას მაგალითად არაბეთის გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი დეველოპერული კომპანია „იგლ ჰილსის" საქართველოში განხორციელებული უპრეცედენტო,$6,5 მლრდ მოცულობის ინვესტიცია დაასახელა.
„არც თუ ისე შორ წარსულში იყო პერიოდები, როდესაც ოპონენტები ამბობდნენ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა უნდა ჩამოქცეულიყო, მაგრამ პირიქით მოხდა - ჩვენ ვნახეთ საქართველოში მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური აღორძინება. მე მაგალითად ისევ „იგლ ჰილსის" ინვესტიციას მოვიყვან - თუ რამდენად დადებითი გავლენა მოუტანა მან ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო პოზიციონირებას. ანუ, რეალურად საერთაშორისო დონეზე მოხდა აღიარება ჩვენი ქვეყნის ძალიან კარგი საინვესტიციო კლიმატის, გამჭვირვალე, პროგნოზირებადი გარემოსი, და იმის, რაზეც კომპანიის მფლობელი მოჰამედ ალაბარი ღიად საუბრობს საერთაშორისო მედიაში - რომ საქართველომ შეძლო ის, რაც ძალიან ბევრმა ქვეყანამ ვერ შეძლო - ასეთ მოწყვლად გარემოში უზრუნველყო მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ამასთან, მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ როგორც კომპანია „იგლ ჰილს"-ის დამფუძნებელმა მოჰამედ ალაბარმა აღნიშნა, ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში აკვირდებოდა საქართველოს ხელისფლების გადაწყვეტილებებს და დარწმუნდა, რომ ქვეყნის მომავალი ძალიან პოზიტიური იქნება. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, მოჰამედ ალაბარმა სწორედ აქედან გამომდინარე მიიღო საქართველოში $6,5 მლრდ მოცულობის ინვესტიციის განხორციელების გადაწყვეტილება.
„ეს უკვე ძალიან დადებითად აისახა ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე, გაამაყარა საქართველოს პოზიციონირება გლობალურად, მათ შორის საერთაშორიო არეალზე და ბევრ ახალ ინვესტორის მისცა დამატებითი მოტივაცია, რასაც ეკონომიკის სამინისტროში უკვე ხელშესახებად ვხედავთ. ძალიან გააქტიურებულია ინტერესი ინვესტიციების განხორციელების კუთხით და ეს ეხება ბევრ ეკონომიკურ სექტორს, რომელთა შორის გამოვყოფდი ენერგეტიკის დარგს", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
სხვა სიახლეები
გარე ვაჭრობის პირობებში შეძენილი რძის ნაწარმი საფრთხეა თქვენი ჯანმრთელობისთვის - სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
18.11.2025.11:52
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს - არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა.
„შეუმოწმებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის გამოყენება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებებით ინფიცირების მაღალი რისკის მატარებელია“, - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„სურსათის ეროვნული სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს რძის და რძის ნაწარმის კონტროლს პირველადი წარმოებიდან რეალიზაციამდე. მოწმდება რეალიზაციის პირობები (ეტიკეტი, ვადები, ტემპერატურული რეჟიმი). სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სხვადასხვა მაჩვენებელზე გამოსაკვლევად იღებენ რძის და რძის ნაწარმის ნიმუშებს. რძის შემკრებ პუნქტებსა და გადამმუშავებელი საწარმოებში ლაბორატორიულად მოწმდება ნედლი რძე, რომლისაგანაც მზადდება სხვადასხვა დასახელების რძის ნაწარმი. შემოწმების და კვლევების შედეგების შესახებ ინფორმაციას სააგენტო პროაქტიულ რეჟიმში ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ რძე ლაბორატორიულად მოწმდება 24 მაჩვენებელზე, მათ შორისაა, ბრუცელოზი, ვეტერინარული პრეპარატების ნარჩენები (ანტიბიოტიკები), აფლატოქსინი, ტყვია და სხვა.
ასევე აღსანიშნავია, რომ სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია არარეგისტრირებული წარმოებების გამოვლენა და კანონმდებლობის ფარგლებში მოქცევა. მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მოკვლევის შედეგად, სააგენტოს ინსპექტორებმა რძის 45 არარეგისტრირებული წარმოება გამოავლინეს. აქედან 20-მდე მეწარმემ სააგენტოს მიმართა და კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად დაიწყო საქმიანობა.
სააგენტო რეგულარულად მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა. შეუმოწმებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის გამოყენება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებებით ინფიცირების მაღალი რისკის მატარებელია. დროული რეაგირებისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის ჩართულობა. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე-15-01.“