საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
სხვა სიახლეები
ქალაქებისთვის გენერალური გეგმების შემუშავების ფარგლებში ახალციხისა და ოზურგეთის განვითარების ხედვა ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს
07.04.2026.15:48
ქალაქებისთვის გენერალური გეგმების შემუშავების ფარგლებში ახალციხისა და ოზურგეთის განვითარების ხედვა ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ინიციატივით, ახალციხისა და ოზურგეთის განვითარების ხედვა დაინტერესებულ მხარეებთან განიხილეს. შეხვედრა გენერალური გეგმების შემუშავების ფარგლებში, შედგა, პროექტის მიმდინარე ეტაპის შესახებ პრეზენტაცია ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და თემატურად დაკავშირებული სხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს პროექტის შემსრულებელმა გააცნო. შეხვედრის მონაწილეებმა ქალაქ ახალიციხისა და ოზურგეთის განვითარების ხედვის ჩამოყალიბების პროცესზე საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს.
ქალაქებისთვის გენერალური გეგმების შემუშავება განვითარების გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბებას, ურბანული სტრუქტურისა და ფუნქციური ორგანიზაციის გაუმჯობესებას, ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული და გარემოსდაცვითი ასპექტების ინტეგრირებულად განვითარებას ემსახურება.
ახალციხისა და ოზურგეთის გენერალური გეგმების შემუშავება საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელობით, გენერალური გეგმის შემუშავებას უზრუნველყოფს საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიებისგან შემდგარი კონსორციუმი, რომელსაც ხელმძღვანელობს CITYFÖRSTER (ნიდერლანდები) BAU Design-თან (საქართველო) პარტნიორობით. პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.