საჩხერე (სარეკი) - უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე დროებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
დღის ტოპ 10 სიახლე
Aqualia-ს სრული მზაობა აქვს იმისთვის, რომ საქართველო აქციოს ჰაბად - GWP-ის კომუნიკაციების დირექტორი
სხვა სიახლეები
ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზვარეს და სოფელ ვაიოს დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულდა
19.02.2026.11:41
ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზვარეს და სოფელ ვაიოს დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულდა. 87 მეტრი სიგრძის და 9,5 მეტრი სიგანის ხიდით 250 ადგილობრივი ოჯახი ისარგებლებს.
პროექტის ფარგლებში ხიდზე მოეწყო ქვეითთა სასიარულო ზოლი და გარე განათებები. ხიდის მიმდებარედ, ასევე აშენდა ტრანსპორტის მოსაცდელი სივრცე.
2026 წელს, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, 35 ხიდის მშენებლობა და რეაბილიტაცია განხორციელდება.