საბურთალოს რაიონში, ოსეთის ქუჩაზე წყალსადენისა და წყალარინების ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, ოსეთის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს.
რეაბილიტაციის ფარგლებში აღნიშნულ ქუჩაზე სრულად განახლდება 600 მეტრზე მეტი სიგრძის მოძველებული წყალსადენისა და წყალარინების ქსელები. მოეწყობა ახალი საკვანძო ჭები, სახანძრო ჰიდრანტები და დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები.
სარეაბილიტაციო პროექტი კომპანიამ 2025 წლის აპრილში დაიწყო და მიმდინარე წლის მაისის ბოლოს დაასრულებს, პროექტის ჯამური ინვესტიცია 400 000 ლარს შეადგენს.
რეაბილიტაციის შედეგად, საბურთალოს რაიონში, ოსეთისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.
წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება ჯივიპის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ყოველწლიურად, გეგმის მიხედვით, აქტიურ რეჟიმში განახორციელებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
24.04.2025
„აშშ-ში, სსფ-სა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში შევხვდით საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ და ალტერნატიულ დირექტორებს. ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
ასევე ვისაუბრეთ შემდგომ მისიაზე, რომელიც საქართველოში უახლოეს პერიოდში ჩამოვა და გვექნება უფრო საგნობრივი დისკუსია შემდგომი თანამშრომლობის ძირითადი საკითხების შესახებ", - განაცხადა ნათია თურნავამ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორ იერუნ კლიკსა და ალტერნატიულ დირექტორ მარნიქს ვან რეისთან შეხვედრის შემდეგ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, ასევე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები.
სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორის იერუნ კლიკის განცხადებით, მოუთმენლად ელის საქართველოში ვიზიტს მისიის ფარგლებში.