მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7063.1
0.0094
flag
AZN 1.5924
0.0017
flag
CNY 38.059
0.0075
flag
EUR 3.1979
0.0181
flag
GBP 3.6924
0.0124
flag
KZT 50.09
0.0005
flag
TRY 0.0656
0.0001
flag
USD 2.708
0.0029

საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „საარჩევნო მედია სკოლა“ დაიწყო

news image

საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისა და საარჩევნო საკითხებზე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ახალი საგანმანათლებლო პროექტი „საარჩევნო მედია სკოლა“ საპილოტე რეჟიმში დაიწყო.

„საარჩევნო მედია სკოლა“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და აღნიშნა, რომ ახალი პროექტი მომავალ ჟურნალისტებს საშუალებას აძლევს მიიღონ დეტალური ინფორმაცია როგორც უშუალოდ არჩევნების, ისე საარჩევნო პროცესების გაშუქების თანამედროვე სტანდარტებისა და საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ. მისი თქმით ,პროექტი
კიდევ ერთხელ ადასტურებს ინსტიტუციის თანამიმდევრულობასა და საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიულ ხედვას ახალგაზრდების ჩართულობის და მათი ინფორმირებულობის მიმართულებით.

„საარჩევნო ადმინისტრაციამ მორიგი ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო. ეს არის უნიკალური პლატფორმა და მომავალ ჟურნალისტებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ საბაზისო ცოდნა არჩევნებთან და არჩევნების გაშუქებასთან. იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ შესაბამისი ცოდნა და კვალიფიკაცია ობიექტურად გააშუქონ სხვადასხვა საარჩევნო საკითხი და ამომრჩეველს მიაწოდონ გადამოწმებული ინფორმაცია. „საარჩევნო მედია სკოლა“ საპილოტე რეჟიმში ხორციელდება, რაც მოგვცემს საშუალებას, კიდევ უფრო მეტად დავხვეწოთ შინაარსობრივი საკითხები, ლოგისტიკა და მომავალში გავაფართოოთ პროექტის განხორციელების მასშტაბი“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

პროექტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა სასწავლო კურსის მნიშვნელობას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით. შეხვედრას მოდერაციას ცესკოს პრეს-სპიკერი უწევდა, ნათია იოსელიანმა მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა პროექტის შესახებ.

საარჩევნო მედია სკოლის მონაწილეებისთვის პირველი ლექცია ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ ჩაატარა და ქართული არჩევნების ისტორიისა და დემოკრატიული საარჩევნო პროცესის სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ ისაუბრა.

პროექტის მონაწილეებს ინფორმაციას და საკუთარ გამოცდილებას შეხვედრებისა და დისკუსიის ფორმატში ცესკოს ხელმძღვანელ პირებთან და წარმომადგენლებთან ერთად მოწვეული ექსპერტები გაუზიარებენ. სტუდენტები ორი კვირის განმავლობაში ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს გაეცნობიან, როგორიცაა: საარჩევნო სისტემები და საარჩევნო ადმინისტრაციის მოდელები; ელექტრონული არჩევნები; ხმის მიცემის პროცედურები; ინკლუზიური საარჩევნო გარემო; მედიის როლი საარჩევნო პროცესში, საერთაშორისო პრაქტიკა, მედიის უფლებები და მოვალეობები საარჩევნო პროცესის გაშუქებისას, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა; დეზინფორმაცია როგორც მსოფლიოს გამოწვევა და მასთან გამკლავების გზები; არასწორი აღქმები და აზრის ფორმირება და ა.შ.

სასწავლო კურსი ითვალისწინებს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. პროექტი ცესკოსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის არსებული მემორანდუმის და ასევე ცესკოს სწავლების ცენტრსა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის გაფორმებული მემორანდუმების ფარგლებში ხორციელდება.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე,ახალაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში, 720 დევნილ ოჯახს, სრულად გარემონტებული, ახალი ბინები გადაეცა

16.09.2025.17:18

უთაისში, ნიკეას ქუჩაზე,ახალაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში, 720 დევნილ ოჯახს, სრულად გარემონტებული, ახალი ბინები გადაეცა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

ღონისძიებაზე, სტუმრებს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიმართეს. ირაკლი კობახიძემ და მიხეილ სარჯველაძემ დევნილ მოსახლეობას ახალი საცხოვრებელი სახლები მიულოცეს და სიმბოლურად, ბინების გასაღები გადასცეს.

720 დევნილ ოჯახზე გათვლილი, 3 კორპუსის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები კომპანია „ანაგმა“ განახორციელა და მისმა ღირებულებამ 77 347 872 ლარი შეადგინა. გარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის, ბიუჯეტიდან, 2 940 000 ლარი გამოიყო. 

საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში სტადიონი, ბავშვთა გასართობი მოედანი და სავარჯიშო სივრცე მოეწყო. 

იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის, ღირსეული და სათანადო საცხოვრებელი პირობების შექმნა, მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება - დევნილთა განსახლების მიზნით, საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა, ქვეყნის მასშტაბით, კიდევ 4 ქალაქში მიმდინარეობს. 

• თბილისში, 2426 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 11 კორპუსი შენდება, რომლის მშენებლობის ბიუჯეტიც 243 613 670 ლარს შეადგენს
• რუსთავში, 800 დევნილ ოჯახზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსი 4 კორპუსს აერთიანებს, პროექტის ბიუჯეტი 80 971 596 ლარია;
• ზუგდიდში, 1747 დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, 7 კორპუსი შენდება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 191 012 850 ლარი გამოიყო;
• ბორჯომში, 150 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 1 კორპუსი შენდება, რომლის მშენებლობის ბიუჯეტი 15 374 192 ლარს შეადგენს;

ოთხივე პროექტი ითვალისწინებს გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას. დევნილ ოჯახებს, თანამედროვე სტანდარტების ახალი ბინები სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში გადაეცემათ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა