მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7066.7
-0.0024
flag
AZN 1.586
0.0008
flag
CNY 38.582
0.0026
flag
EUR 3.1646
-0.0091
flag
GBP 3.6219
-0.0227
flag
KZT 53.13
-0.0045
flag
TRY 0.0628
0
flag
USD 2.6963
0.0012

საახალწლო სოფელი 14 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებს

news image

საახალწლო სოფელი სტუმრებს 14 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს, - ამ გადაწყვეტილების შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალური ქსელის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისივე განმარტებით, პერიოდის გახანგრძლივება საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებულმა მოთხოვნამ განაპირობა.

„დაანონსებული გვქონდა, რომ საახალწლო სოფელი 7 იანვრამდე იფუნქციონირებდა, თუმცა, დიდია მოთხოვნა საზოგადოებისა და მეწარმეების მხრიდან. პირველ რიგში, მათ მადლობას გადავუხდი თანამშრომლობისთვის. გადავწყვიტეთ, განვაგრძოთ საახალწლო სოფლის ფუნცქიონირება. 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება აქტივობები - წარმოდგენებით, კონცერტებით და ა.შ გელოდებით ყველას. გილოცავთ ბედობას. წარმატებები წინსვლა, სიხარული და სიყვარული ჰქონოდეს ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

02.01.2026.18:48

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ79-კმ93 (მლეთა-გუდაური) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია და განხორციელდება ცალმხრივ რეჟიმში, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია. ამავე საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობის) მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდულია ყველა სახის საგზაო მოძრაობა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე საგზაო მოძრაობა თავისუფალია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა