მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7146.9
-0.0056
flag
AZN 1.5879
-0.0013
flag
CNY 39.263
0.0161
flag
EUR 3.1318
0.0351
flag
GBP 3.5948
0.0291
flag
KZT 56.77
0.0004
flag
TRY 0.0607
0
flag
USD 2.6994
-0.0021

საახალწლო პიროტექნიკა საქართველოში: რა რისკებს შეიცავს და რატომ მოგვიწოდებენ სიფრთხილისკენ

news image

საქართველოში პიროტექნიკის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია სპეციალური ნებართვა/ლიცენზიის საფუძველზეა დასაშვები. მიუხედავად რეგულაციებისა, მისი რეალიზაცია და გამოყენება განსაკუთრებით ახალი წლის დღეებში აქტიურდება და ბევრი მოქალაქე მათ გამოყენებას არა მიზნობრივად, არამედ საკუთარი სურვილის მიხედვით ახდენს.

ფეიერვერკები განწყობას აწყობენ და ემოციებს აძლიერებენ, თუმცა სიხარულთან ერთად მათთან დაკავშირებული პრობლემებიც ძალიან თვალსაჩინოა. პიროტექნიკის არასწორად გამოყენებისას ხშირია ადამიანების დაზიანების შემთხვევები - დამწვრობები, სხვადასხვა ტიპის ტრავმები, განსაკუთრებით ხელებსა და სახის არეში. ძლიერი აფეთქებები სმენასაც საფრთხეს უქმნის.
სწორედ ამიტომ შესაბამისი უწყებები ყოველწლიურად ახდენენ ყურადღების გამახვილებას უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

მსგავსი მიდგომა მსოფლიოში ბევრ ქვეყანაში არსებობს. ადგილობრივი ხელისუფლებები ხშირად ურჩევენ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ფეიერვერკებისგან და გამოიყენონ უფრო უსაფრთხო, პროფესიონალური შოუები, რათა შემცირდეს ტრავმების, ხანძრისა და სხვა რისკების ალბათობა.

ფეიერვერკის ხმაური ცხოველებისთვის ბუნებრივი მოვლენა არ არის. მკვეთრი ბგერები და კაშკაშა ნათებები მათ სტრესში აგდებს. ასეთ შემთხვევაში შინაურ ცხოველებს ხშირად ემართებათ პანიკა, შიში, დეზორიენტაცია და გაქცევის სურვილი. ეს სტრესი შეიძლება დღეებით ან კვირებითაც კი გაგრძელდეს.

ზუსტად ამ საფრთხეებზე საუბრობენ სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოც. როგორც სააგენტოში Business Insider Georgia-ს განუცხადეს, უწყება ყოველწლიურად მოუწოდებს საზოგადოებას, რომ მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ ცხოველებს და თავი შეიკავონ პიროტექნიკის გამოყენებისგან.

„ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო წინასაახალწლო პერიოდში მოსახლობას მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ პიროტექნიკის გამოყენებისგან. რადგანაც ის ძალიან სახიფათოა ცხოველთა ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, რადგანაც ხმაური იწვევს მათში გაურკვევლობას, შიშს. მეპატრონეების ყოველთვის აღნიშნავენ, რომ ასეთ დროს ცხოველებს ეშინიათ. განსაკუთრებით ეშინიათ მიუსაფარ ცხოველებს, რომლებიც ამ დროს ცდილობენ, რომ დამალონ და თავი შეაფარონ და აირიდონ ეს ხმაური. ჩვენს მოწოდებას ცხოველების მოყვარულები ყოველთვის უერთდებიან, რათა თავი მაქსიმალურად შევიკავოთ პიროტექნიკის გამოყენებისგან. წელსაც იგივე თხოვნა გაქვს მოსახლეობის მიმართ“, - განმარტავენ სააგენტოში. 

ეს რეკომენდაციები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მიუსაფარი ცხოველები ყველაზე დაუცველები არიან. მათ არ აქვთ უსაფრთხო სივრცე, სადაც შეიძლება თავი შეაფარონ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საზოგადოება სულ უფრო აცნობიერებს, რომ საახალწლო სიხარულის გამოხატვა შესაძლებელია ისე, რომ არ დავაზიანოთ საკუთარი ჯანმრთელობა და ასევე ცხოველების ფსიქიკა. სწორედ ამიტომ ახალგაზრდობისა და ცხოველთა დამცველი ჯგუფების ნაწილში პოპულარული ხდება პიროტექნიკის ალტერნატივები - ლაზერული შოუები, სინათლის ინსტალაციები და მშვიდი, ეკო-მეგობრული კულტურული ღონისძიებები.

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ლანჩხუთის სკოლაში საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა

01.04.2026.15:14

ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ქალაქ ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრის მიზანი მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ნარჩენების შემცირების მნიშვნელობის გაცნობიერება და მდგრადი მოხმარების პრინციპების პოპულარიზაცია იყო.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია კლიმატის ცვლილების გამომწვევ მიზეზებსა და მის გავლენებზე, ატმოსფერული ჰაერის დაცვის აუცილებლობაზე, ასევე პლასტმასის ნარჩენების უარყოფით ზემოქმედებაზე გარემოსა და ეკოსისტემებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნარჩენების შემცირების პრაქტიკულ გზებს, მათ შორის, ნარჩენების სეპარირებას, ხელახალ გამოყენებასა და გადამუშავების მნიშვნელობას.

შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, რამაც მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიაში, დაესვათ კითხვები და გაეზიარებინათ საკუთარი ხედვები გარემოს დაცვის საკითხებზე.

ღონისძიებას საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი დაესწრნენ.

მსგავსი სახის ღონისძიებები მიზნად ისახავს ნარჩენების მართვის თანამედროვე კულტურის დანერგვას და მომავალ თაობაში ეკოლოგიურად პასუხისმგებელი ქცევის წახალისებას, რაც ქვეყნის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა