რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია მაისში დაიწყება - კახა კალაძე
თბილისის მერია რუსთაველის გამზირის განახლებას მაისიდან იწყებს. აღნიშნულის შესახებ განცხადება თბილისის მერია მთავრობის სხდომა გააკეთა.
„როგორც იცით ჩვენ ვგეგმავთ რუსთაველის გამზირის განახლებას. თვითონ გზა არის ამოტრიზირებული, არის მძიმე მდგომარეობაში. ხშირია დაზიანებები, ხშირია გზის ჩავარდნის შემთხვევები იმის გამო, რომ მიწის ქვეშ არსებული ინფრასტრუქტურა არის მძიმე მდგომარეობაში და კრიტიკას ვერ უძლებს. ამიტომ ხშირია დაზიანებები. სამუშაოების დაწყებას რაც შეეხება მაისის თვეში დავიწყებთ პროექტის განხორციელებას და ზაფხულის ბოლოსთვის გვინდა, რომ სრულიად დავასრულოთ. აქაც პირველი რასაც გავაკეთებთ არის კომუნიკაციების მოწესრიგება. მთლიანად მოწესრიგებული იქნება ტროტუარები, ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის, ახალი განათების ბოძებით, თავისი ლედ სანათებით. განთავსებული იქნება მიწისქვეშა ურნები, ანუ მთლიანად რადიალურად შეიცვლება რუსთაველის გამზირი. იქნება ახალი დიზაინი და ყველანაირად კომფორტული და ადაპტირებული ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მოვაწყობთ ახალ მოსაცდელებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეფექტური და ლამაზი პროექტი იქნება“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, გარდა გზის ნაწილისა მოხდება შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციაც.
„ვგეგმავთ არსებული შენობა ნაგებობების რეაბილიტაციას, რომლის დიდი ნაწილიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია. და ამ სამუშაოების მეორე ეტაპი უკვე იქნება ძეგლებზე მუშაობა, რაც რამდენიმე წლიანი პროექტი იქნება. გვინდა, რომ არამხოლოდ ფასადებით, არამედ მთლიანად გავამაგროთ და მოვაწესრიგოთ არსებული შენობა ნაგებობები“, - აცხადებს კალაძემ.
სხვა სიახლეები
5-6 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი - გარემოს ეროვნული სააგენტო
03.04.2026.13:30
5-6 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
„3 აპრილის დღის ბოლოდან 5 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება. 5-6 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აღნიშნულია განცხადებაში.