რთველის საკოორდინაციო შტაბში, დღეის მდგომარეობით, უკვე 120-მდე ღვინის კომპანიაა რეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღება - გადამუშავების პროცესში ჩაერთვებიან
რთველის საკოორდინაციო შტაბში, დღეის მდგომარეობით, უკვე 120-მდე ღვინის კომპანიაა რეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ჩაერთვებიან. 2025 წლის რთველის პროცესში, მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა.
იმ შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი ვერ შეისყიდის მთელ მოსავალს, ჭარბი ყურძნის მიღებას სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“ უზრუნველყოფს.
კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს სახელმწიფო საწარმო 1.50 ლარად ჩაიბარებს, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ - სხვა საღვინე ჯიშებს 1.20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს - 1.00 ლარად.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
27.08.2025.10:42
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), მომხმარებლის სასარგებლოდ, ნავთობპროდუქტების საბითუმო და საცალო რეალიზაციის სექტორში, შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმთან" პირობითი ვალდებულების აღების შესახებ შეთანხმება გააფორმა.
კერძოდ, GCCA-ს და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოს გადაწყვეტილებით მოვაჭრეს დაევალა:
- მომხმარებლებს მოკლე ტექსტური შეტყობინებით, საქართველოს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად, 30 კალენდარული დღით ადრე, მიაწოდოს ინფორმაცია „ენერჯი ბარათით" გათვალისწინებული ფასდაკლებით სარგებლობის და ქულების დარიცხვის წესებისა და პირობების ცვლილების თაობაზე.
- მოკლე ტექსტური შეტყობინების გზით, მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია დაგროვილი ქულების შესახებ და ლოიალობით გათვალისწინებული ბონუსის შესახებ.
GCCA-ის გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს განესაზღვრა 1 თვის ვადა - სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.