როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია მცირე ნალექი წვიმის სახით.
აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი 39 გრადუსს მიაღწევს.
სინოპტიკოსთა ვარაუდით, ცხელი ამინდი ამ კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
05.08.2025.14:53
სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის ჯგუფებმა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხას პერიმეტრი თერმული ნისლის ტექნოლოგიით დაამუშავეს. სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით, შეწამვლის სამუშაოები 360 ჰექტარ ფართობზე განხორციელდა.
ამ ეტაპზე, ზემო იმერეთში მავნებლის საწინააღმდეგოდ ღონისძიებების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. სამუშაოები ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობით და მეფუტკრე ფერმერებთან კოორდინაციით იგეგმება. უსაფრთხოების წესების დაცვისთვის, მოსახლეობას წინასწარ ეგზავნება შეტყობინებები, ხოლო ფუტკრის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, შეწამვლა ღამის საათებში ტარდება.
სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, სპეციალისტების რეკომენდებული პრეპარატებით და დადგენილი სქემით თავის საკარმიდამო ნაკვეთებსა და ნარგავებში ჩაატარონ შესაბამისი აგროსამუშაოები, რაც ხელს შეუწყობს მავნებლის შემცირებას და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვას.