როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 3 აპრილს
3 აპრილს ქუთაისში იწვიმებს, დღისით +17 და ღამით +9 გრადუსია მოსალოდნელი.
წვიმაა ოზურგეთშიც, დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +16, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმიანი დღეა დღეა სოხუმშიც. +17 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +9 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც იწვიმებს, ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +15 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება.
ბორჯომშიც იწვიმებს, +20 იქნება დღისით, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექს ელოდებიან გორშიც, დღისით +20 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურშიც წვიმა იქნება, დღის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება. ომალოშიც წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +11, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხშიც ნალექს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავშიც, +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმას ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავშიც წვიმიანი დღეა, დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც წვიმას ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
11.05.2025.00:17
ბათუმში ძლიერი ქარის გამო პრობლემები შეიქმნა.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, გორგასლის ქუჩაზე დაშავებული ორი მოქალაქე გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ამასთან, ძლიერი ქარის შედეგად ბათუმის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა ჰქონდა.
„ბათუმის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. აღდგენითი სამუშაოებო აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
დაზიანდა საცხოვრებელი სახლის სახურავები. რამდენიმე ქუჩასა და ცენტრალურ პარკში კი დაზიანებულია ხეები, ასევე ავტომანქანები. შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, ახორციელებენ მონიტორინგს და თითოეულ შემთხვევაზე მოხდება მყისიერი რეაგირება.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ყველა რეისი შესრულებულია“, - აცხადებენ ბათუმის მერიაში.