როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
21 აპრილს ქუთაისში მზიანი ამინდია, თუმცა ვარაუდობენ მცირე ნალექსაც წვიმის სახით. დღისით +18 და ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ოზურგეთში ღრბუბლიანი ამინდია. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.
დღე მშრალია ფოთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +18 ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმში, +15 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც ღრუბლიანი დღეა. დღისით +9 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 5 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
ჭიათურაში დღისით +15 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. მზიან ამინდთან ერთად წვიმას ელოდებიან.
ახალციხეში დღისით +12 გრადუსი, ღამით კი -2 გრადუსი იქნება. მოსალოდნელი მცირე ნალექი. ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი, +12 იქნება დღისით, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.
ბაკურიანში, დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -7 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მცირე ნალექი.
მზეს და მცირე ნალექს ელოდებიან გორში, დღისით +12 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმაა, ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება.
ომალოშიც იწვიმებს. დღისით +4 ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში მცირე ნალექს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა და მზე იქნება თელავშიც, სადაც +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექიანი დღე იქნება გურჯაანშიც, დღისით +12 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში წვიმიანი დღეა. დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი იქნება.
სხვა სიახლეები
ზემო ხოდაშენი-ალავერდი-ქვემო ალვანის გზაზე, მდინარე ალაზანზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა
21.04.2026.10:27
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზემო ხოდაშენი-ალავერდი-ქვემო ალვანის საავტომობილო გზის მე-10 კილომეტრზე, მდინარე ალაზანზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.
ხიდი გასული საუკუნის 80-იან წლებშია აშენებული. პროექტის ფარგლებში განხორციელდა ხიდის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია, მოეწყო ხიდსა და ბურჯებზე არსებული ზღუდარები, ბეტონის პარაპეტები, მოაჯირები და ტროტუარი.
ასევე, მოეწყო გაბიონის კედლები, სადეფორმაციო ნაკერები, ჰიდროიზოლაცია და ასფალტბეტონის საფარი.
განხორციელებული სამუშაოების შედეგად, აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება კიდევ უფრო უსაფრთხო და კომფორტული გახდა.
პროექტის ღირებულებამ 1 096 500 ლარი შეადგინა.