როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
6 აპრილს ქუთაისში წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +14 და ღამით +8 გრადუსია მოსალოდნელი.
იწვიმებს ოზურგეთშიც. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება.
ბათუმშიც წვიმს. დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი.
ზუგდიდშიც იქნება ნალექი წვიმის სახით. დღისით ტემპერატურა +15, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმშიც დღე ნალექიანი იქნება, +14 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც იწვიმებს, დღისით +9 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც წვიმაა გამოცხადებული, ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც იწვიმებს, დღისით +13 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც წვიმს, დღისით +14 გრადუსი, ღამით კი +2 გრადუსი იქნება.
ბორჯომშიც წვიმიანი დღეა, +16 იქნება დღისით, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +14 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმს, ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურშიც იწვიმებს, დღის განმავლობაში +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. ნალექია ომალოშიც, დღისით +8 ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება დღეს თელავში, +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო დღე იქნება გურჯაანში, დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.
სხვა სიახლეები
შეხვედრა ახალგაზრდებთან ხაშურის ახალგაზრდულ ცენტრში
06.04.2026.10:43
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, საარჩევნო პროცესის შესახებ ახალგაზრდების ინფორმირების მიზნით, შეხვედრების ახალ ციკლს იწყებს.
პირველი შეხვედრა ხაშურის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა და ის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ბააკაშვილმა გახსნეს.
ცესკოს თავმჯდომარე შეხვედრის მონაწილეებს დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით არჩევნების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრაციის როლზე ესაუბრა. დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებაც თუ განვითარების რა გზა გაიარა საარჩევნო ადმინისტრაციამ, ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობაზე საარჩევნო პროცესში და იმ პროექტებზე, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ახალგაზრდებისთვის ახორციელებს. ისაუბრა დეზინფორმაციაზე როგორც საარჩევნო პროცესის გამოწვევაზე და მასთან გამკლავების გზებზე.
უფრო დეტალურად იმის შესახებ, თუ როგორ აისახება საარჩევნო პროცესზე დეზინფორმაცია და რა საშუალებებს იყენებს საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლამდე სწორი ინფორმაციის მისატანად, ახალგაზრდებს ცესკოს პრეს-სპიკერი ნათია იოსელიანი ესაუბრა. გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ლევან ისაკაძემ კი მონაწილეებს საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტიტუციური მოწყობისა და არჩევნების ორგანიზების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ხაშურის ახალგაზრდულ ცენტრში 3 აპრილს გამართულ შეხვედრას 70-მდე ახალგაზრდა დაესწრო.
ცესკოს, ახალგაზრდობის სააგენტოსა და სხვა პარტნიორ უწყებებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით ერთობლივი საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიების განხორციელებას, კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრები ეტაპობრივად სხვადასხვა რეგიონში გაიმართება.