როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
3 აპრილს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +23 და ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი.
მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.
ბათუმშიც მზეა. დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო ამინდია ფოთშიც. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი.
უნალექო დღე იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +22, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმშიც დღე მშრალია, +20 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდევი, დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში უნალექო ამინდია, დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც მზიანია, დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი იქნება.
ახალქალაქში მზიან ამინდს ელოდებიან. ტემპერატურა დღისით +15, ღამით +2 დაფიქსირდება.
ბორჯომშიც უნალექო დღეა, +20 იქნება დღისით, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეს ელოდებიან გორში, დღისით +21 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც მზიანი დღეა, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება. ომალოში უნალექო დღეა, დღისით +12 ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება დღეს თელავში, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო დღე იქნება გურჯაანში, დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.
სხვა სიახლეები
დავით სონღულაშვილი ხორბლისა და ფქვილის მწარმოებლებს შეხვდა
03.04.2026.10:18
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის და ფქვილის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა დარგში არსებული გამოწვევები, მიმდინარე ტენდენციები და განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადგილობრივი წარმოების ზრდის ხელშეწყობას, ბაზრის სტაბილურობის უზრუნველყოფას და ხორბლის სექტორში კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას. შეხვედრაზე ფერმერების საჭიროებებზე, წარმოების ეფექტიანობის ამაღლების გზებსა და სახელმწიფოს მხარდაჭერის მექანიზმების შემდგომ განვითარებაზე იმსჯელეს.
დავით სონღულაშვილის თქმით, დარგთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და ფერმერების საჭიროებების დროული გათვალისწინების მიზნით, სამინისტროში შეიქმნება მინისტრთან არსებული დარგობრივი საბჭოები.
„მინისტრთან არსებული დარგობრივი საბჭოები მოგვცემს შესაძლებლობას, სისტემატურად შევხვდეთ დარგის წარმომადგენლებს და ერთად განვიხილოთ არსებული გამოწვევები და საჭიროებები. აღნიშნული ფორმატი ხელს შეუწყობს დარგის განვითარებას, არსებული პრობლემების დროულ იდენტიფიცირებას და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებას. მეხორბლეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოფლის მეურნეობაში და სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია დარგში ჩართული თითოეული რგოლის მოსაზრებები იყოს განხილული“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებლებმა მინისტრის ინიციატივა დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი ფორმატის თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დარგში არსებული გამოწვევების გადაჭრას.
„განვიხილეთ მიმდინარე პროცესები, რომლებიც მსოფლიო ტენდენციების გავლენით ვითარდება და ასახვას პოულობს როგორც რეგიონში, ისე საქართველოში, მათ შორის ხორბლის, ფქვილისა და პურის ფასებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ ამ გამოწვევების ფონზე შევინარჩუნოთ ბაზრის სტაბილურობა. შეხვედრაზე გავაჟღერეთ კონკრეტული წინადადებები და ვიმსჯელეთ მათი განხორციელების გზებზე. ასევე, შევთანხმდით, რომ დარგობრივი საბჭოების შექმნა იქნება ეფექტიანი პლატფორმა, სადაც რეგულარულად განვიხილავთ პრობლემებს და მათი გადაწყვეტის გზებს“, - აღნიშნა ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ლაშა ავალიანი და ლაშა დოლიძე, ასევე, შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.