როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
30 მარტს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +13 და ღამით +9 გრადუსია მოსალოდნელი.
ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექი იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +13, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც იწვიმებს, +13 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +8 გრადუსი იქნება, ღამით კი 2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 5 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც წვიმს, დღისით +12 გრადუსი, ღამით კი 6 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც იწვიმებს, დღისით +10 გრადუსი, ღამით კი 3 გრადუსი იქნება.
ახალქალაქში წვიმას ელოდებიან. ტემპერატურა დღისით 11, ღამით 4 დაფიქსირდება.
ბორჯომშიც წვიმიანი დღეა, +9 იქნება დღისით, ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით 4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +13 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 7 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმს, ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება, ღამით კი 5 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში თოვლია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში 3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. ომალოშიც წვიმს. დღისით +6 ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +15 გრადუსი იქნება, ღამით კი 7 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღე იქნება თელავში, +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 7 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმა იქნება გურჯაანში. დღისით +14 გრადუსი, ღამით კი 7 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც იწვიმებს, დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 6 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმს რუსთავში, დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც წვიმაა ნავარაუდევი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.
სხვა სიახლეები
გარემოს დაცვის სამინისტრო, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს
30.03.2026.09:05
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება.
ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას შეახსენებს, რომ ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე.