მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7168.9
0.0251
flag
AZN 1.5926
-0.0005
flag
CNY 39.19
-0.0054
flag
EUR 3.1277
-0.0125
flag
GBP 3.6141
-0.0145
flag
KZT 56.06
0
flag
TRY 0.061
0
flag
USD 2.7066
-0.0009

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

news image

27 მარტს ქუთაისში მზე გამოანათებს, იქნება მცირე ნალექი წვიმის სახით, დღისით +14 და ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი.

ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მცირე წვიმა იქნება, დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. მცირე ნალექი იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +15, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექთან ერთად მზე იქნება სოხუმშიც, +13 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +11 გრადუსი იქნება, ღამით კი 2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში მოსალოდნელია მცირე ნალექი წვიმის სახით, ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 5 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც მცირე ნალექი იქნება, დღისით +11 გრადუსი, ღამით კი 6 გრადუსი დაფიქსირდება. მზიან და თან წვიმიან ამინდს ვარაუდობენ ახალციხეშიც, დღისით +10 გრადუსი, ღამით კი 5 გრადუსი იქნება.

ახალქალაქში წვიმას ელოდებიან. ტემპერატურა დღისით 7, ღამით 2 გრადუსი დაფიქსირდება.

ბორჯომშიც იქნება მცირე ნალექი წვიმის სახით, +10 იქნება დღისით, ღამით კი 6 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით 7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში იქნება მზიანი დღე, თუმცა მოსალოდნელია წვიმაც, დღისით +14 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 6 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმს, ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება, ღამით კი 5 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში მოსალოდნელია მცირე ნალექი წვიმის სახით, დღის განმავლობაში 3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. ომალოშიც წვიმს. დღისით 4 ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +14 გრადუსი იქნება, ღამით კი 9 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღე იქნება თელავში, +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 7 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმა იქნება გურჯაანში. დღისით +13 გრადუსი, ღამით კი 8 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც იწვიმებს, დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 7 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმს რუსთავში, დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც წვიმაა ნავარაუდევი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image GITA-ს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ 3 გამარჯვებული გურიის რეგიონში გამოვლინდა

27.03.2026.09:47

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ 3 გამარჯვებული გურიის რეგიონში გამოვლინდა. 

პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას, ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება - ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას. გრანტის მიღება სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს შეუძლიათ.

გურიის რეგიონში რეგისტრირებულ ან მოქმედ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, მიმდინარე წლის 2 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.geმეშვეობით წარედგინათ განაცხადები, რომელიც შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით დაკომპლექტებულმა კომისიამ შეაფასა. გურიის რეგიონში გამარჯვებული სტარტაპები არიან: Biocon, TwinO, Smart-Rehab Guria. 

2025 წელს საგრანტო პროგრამა საქართველოს 11 რეგიონში ჩატარდა და ჯამში 39 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა