როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
17 მარტს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +14 და ღამით +4 გრადუსია მოსალოდნელი.
ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ბათუმში მზიანი დღეა. ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექი იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +15, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც იწვიმებს, +13 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში თოვლია ნავარაუდევი, დღისით +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.
ამბროლაურში უნალექო ამინდია, ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში უნალექო ამინდია, დღისით +11 გრადუსი, ღამით კი +0 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც მზიანი დღეა, დღისით +12 გრადუსი, ღამით კი -4 გრადუსი იქნება.
ნალექს არც ახალქალაქში ელოდებიან. ტემპერატურა დღისით 11, ღამით კი -3 დაფიქსირდება.
ბორჯომში უნალექო დღეა, +11 იქნება დღისით, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -10 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეს ელოდებიან გორში, დღისით +13 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც მზიანი დღეა, ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში თოვს. დღის განმავლობაში 3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით 6, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხშიც უნალექო დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება თელავში, +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანშიც მზიანი დღე იქნება. დღისით +16 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი იქნება.
დღის ტოპ 10 სიახლე
MAIZEN მომხმარებელს სააღდგომო კოლექციას სთავაზობს, სადაც გემო და ხელოვნება ერთ ისტორიად ერთიანდება
სხვა სიახლეები
გერმანიაში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა
17.03.2026.10:12
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, გერმანიის ქალაქ დუსელდორფში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების გამოფენაში „ProWein Dusseldorf“ ქართული ღვინის მწარმოებელი 26 კომპანია მონაწილეობდა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სამდღიანი გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ორგანიზებით, ქართული ღვინის პროფესიული პრეზენტაცია-დეგუსტაციები გაიმართა, რომლებსაც ღვინის ექსპერტი ინგე მაინცერი, ღვინის მწერალი და ექსპერტი რობერტ ჯოზეფი, ღვინის მაგისტრები კონსტანტინ ბაუმი და იანეკ შუმანი უძღვებოდნენ. დეგუსტაციებზე განსაკუთრებული აქცენტი ქვევრის ღვინოებზე გაკეთდა. ქართულ ღვინოსთან ერთად, გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ქართული სამზარეულო და გასტრონომია.
„გამოფენაზე „ProWein Dusseldorf“ საქართველოს წარდგენა მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისთვის. ღვინის ეროვნული სააგენტო აგრძელებს ღვინის მწარმოებელი კომპანიების მხარდაჭერას საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიზნით, რაც მეწარმეებს აძლევს შესაძლებლობას, მოიძიონ ახალი იმპორტიორები და შეხვდნენ პოტენციურ პარტნიორებს. გამოფენის ფარგლებში გაიმართა არაერთი სემინარი და დეგუსტაცია, სადაც ნათლად გამოჩნდა, რომ ქართული ღვინის მიმართ პროფესიონალებისა და მომხმარებლების მხრიდან დაინტერესება ძალიან დიდია“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამთა ყველაიძემ.
გამოფენას საქართველოს კონსული ქალაქ მაინის ფრანკფურტში რუსუდან ვარდოშვილი დაესწრო. ProWein Dusseldorf-ზე ღვინის წარსადგენად ქართველმა მეღვინეებმა მხარდაჭერა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსგანაც მიიღეს.
საქართველო გამოფენაში „ProWein Dusseldorf“ 26-ედ მონაწილეობდა. გამოფენაზე, სამი დღის განმავლობაში, ქართული ღვინის შეფასების შესაძლებლობა ღვინის პროფესიონალებს, კომერციული სექტორის წარმომადგენლებს და გამოფენის ათეულ ათასობით სტუმარს მიეცა, რასაც გაყიდვების ზრდისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
წელს გამოფენაზე „ProWein Dusseldorf“ მსოფლიოს 50 ქვეყნის 2400-მდე ღვინის კომპანია იყო წარმოდგენილი.
გერმანია ევროპაში ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი აქტივობებისა და ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული თანამშრომლობის შედეგად, შექმნილია ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენცია.