როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
10 მარტს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +14 და ღამით +6 გრადუსია მოსალოდნელი.
ნალექს არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ფოთშიც. დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექი არც ზუგდიდში იქნება, დღისით ტემპერატურა +12, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც უნალექო დღეა. +12 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში დღისით +7 გრადუსი იქნება, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც მზიანი ამინდია. დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში მზიანი ამინდია, დღისით +10 გრადუსი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც მზიანი დღეა, დღისით +8 გრადუსი, ღამით კი -9 გრადუსი იქნება.
ნალექს არც ახალქალაქში ელოდებიან. ტემპერატურა დღისით +6, ღამით კი -5 დაფიქსირდება.
ბორჯომში მზიანი დღეა, +7 იქნება დღისით, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -12 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეს ელოდებიან გორში, დღისით +12 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურშიც მზიანი ამინდია. დღის განმავლობაში -4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -14 გრადუსი იქნება. მზიანი დღეა ნავარაუდევი ომალოშიც, სადაც დღისით, -3 ღამით კი -12 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში თოვლს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსი იქნება, ღამით კი +0 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს თელავშიც, სადაც დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1 გრადუსია ნავარაუდევი.
თოვლი იქნება გურჯაანშიც. დღისით +6 გრადუსი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მოსალოდნელი ნალექი, თოვლის სახით. დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +0 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2 გრადუსი იქნება.
სხვა სიახლეები
ეროვნულმა ბანკმა ვირტუალური აქტივის მომსახურების რეგულირების წესი შეიმუშავა
10.03.2026.10:58
საქართველოში სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველად შეთავაზებასთან დაკავშირებული უსაფრთხო და გამჭვირვალე რეგულირებისა და საზედამხედველო ჩარჩოს ჩამოყალიბების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შესაბამისი რეგულაცია შეიმუშავა.
წესის დანერგვა უზრუნველყოფს საქართველოს სტაბილური ვირტუალური აქტივების ეკოსისტემის მდგრად განვითარებას, ხელს შეუწყობს მომხმარებელთა უფლებების დაცვას და სექტორში რისკების მართვის გაუმჯობესებას.
„ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების წესით“ განისაზღვრება პირველადი შეთავაზების, მათ შორის, გამოშვების წინაპირობები და შემდგომ მომსახურებასთან დაკავშირებული წესები და მოთხოვნები. ასევე, მომსახურებაში ჩართულ მხარეთა უფლებები და ვალდებულებები.
წესით შემოდის სტაბილურ ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული ძირითადი ტერმინები: სტაბილური ვირტუალური აქტივი (მათ შორის ლარის, უცხოური ვალუტის), პირველადი შეთავაზება, სარეზერვო აქტივები, შეთავაზების დოკუმენტი, გამოსყიდვა და სხვა. დოკუმენტის თანახმად, მიმოქცევაში არსებული სტაბილური ვირტუალური აქტივი სრულად (100%) უზრუნველყოფილი უნდა იყოს სარეზერვო აქტივებით. დოკუმენტი ასევე ადგენს სარეზერვო აქტივების კომპოზიციას და სავალდებულო წილობრივ მაჩვენებლებს, განსაზღვრავს კაპიტალის და სარეზერვო აქტივების სეგრეგირებულ შენახვას, სტაბილური ვირტუალური აქტივის მფლობელთა მოთხოვნის საფუძველზე გამოსყიდვის ვალდებულებას, ინფორმაციის გამჭვირვალობისა და ანგარიშგების სტანდარტებს. ასევე, შეთავაზების დოკუმენტის აუცილებელ კომპონენტებს, ტექნოლოგიური და საოპერაციო რისკების მართვის და კაპიტალის მოთხოვნებს.
წესი ეფუძნება ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში 2025 წლის 17 დეკემბერს განხორციელებულ ცვლილებებს, რომლის თანახმადაც სებ-ს მიენიჭა უფლებამოსილება ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების მიმართ განახორციელოს სრული საზედამხედველო უფლებამოსილება, როგორც პრუდენციული ზედამხედველობის, ასევე მომხმარებლების უფლებების დაცვის, კიბერუსაფრთხოებისა და საოპერაციო რისკების მართვის მიმართულებებით.
წესი შესაბამისობაშია სტაბილური ვირტუალური აქტივების რეგულირების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებთან. კერძოდ, პროექტის შემუშავებისას შეფასდა სხვადასხვა ქვეყნების სამართლებრივი და მარეგულირებელი მიდგომები. მათ შორის:
ასევე გათვალისწინებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანალიტიკური მასალები და რეკომენდაციები. საქართველოს ეროვნული ბანკი, ვირტუალური აქტივების, მათ შორის სტაბილური ვირტუალური აქტივის მარეგულირებელი და საზედამხედველო ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით, ტექნიკური დახმარების ფარგლებში, ასევე თანამშრომლობს მსოფლიო ბანკთან და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან.