როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
24 თებერვალს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +15 და ღამით +5 გრადუსია მოსალოდნელი.
ნალექს არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ფოთშიც. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექი არც ზუგდიდში იქნება, დღისით ტემპერატურა +15, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც უნალექო დღეა. +12 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში უნალექო დღე იქნება. დღისით +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში უნალექო ამინდია, ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში უნალექო ამინდია, დღისით +11 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც მზიანი დღეა, დღისით +11 გრადუსი, ღამით კი -6 გრადუსი იქნება.
ნალექს არც ახალქალაქში ელოდებიან. ტემპერატურა დღისით +12, ღამით კი -1 დაფიქსირდება.
ბორჯომში უნალექო დღეა, +11 იქნება დღისით, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -10 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმას ელოდებიან გორში, დღისით +14 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში ნალექს ელოდებიან თოვლის სახით. დღის განმავლობაში -2 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსი იქნება. ომალოშიც თოვს. დღისით +4, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში უნალექო დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავში, +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანში დღისით +11 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი იქნება.
სხვა სიახლეები
ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, სგპ სარფში აკრძალული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა
24.02.2026.10:39
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში - „სარფი“, მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მედიკამენტების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, საბაჟო კონტროლის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული 17 აბი აკრძალული მედიკამენტი გამოავლინეს.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.