როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
10 თებერვალს ქუთაისში იწვიმებს, დღისით +9 და ღამით +4 გრადუსია მოსალოდნელი.
წვიმაა ოზურგეთშიც, დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 4. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +10, ღამით კი 3 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმიანი დღეა დღეა სოხუმშიც. +9 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით 5 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში თოვას ვარაუდობენ, დღისით 0 გრადუსი იქნება, ღამით კი -9 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში თოვლია მოსალოდნელი, ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.
თოვლია მოსალოდნელი ჭიათურაშიც, დღისით +6 გრადუსი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში თოვლს ელოდებიან დღისით ჰაერი +35 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება.
ახალქალაქში დღისით თოვლი და +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -5 გრადუსი.
ბორჯომშიც მოთოვს, +6 იქნება დღისით, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით 0 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -10 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +7 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.
თოვს გუდაურში, დღის განმავლობაში -3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსი იქნება.
თოვლია ომალოშიც დღისით -2, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში წვიმიან ამინდს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +7 გრადუსი იქნება, ღამით კი +0 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავში, +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -2 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანშიც იწვიმებს. დღისით +9 გრადუსი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში წვიმაა ნავარაუდები, დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც მოსალოდნელია მცირე ნალექი წვიმის სახით და ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსი იქნება.
სხვა სიახლეები
საქართველოში ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი ოფისი გაიხსნა
06.03.2026.19:04
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდასთან, ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორ ლესლი ბეარმან ლაჰმსა და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ერთად, აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი ოფისი გახსნა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის მრავალწლიან ნაყოფიერ პარტნიორობას და ADB-ს ქვეყნისა და მთავრობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„საქართველოს აზიის განვითარების ბანკთან განსაკუთრებული თანამშრომლობა აკავშირებს, რასაც ძალიან ხელშესახები შედეგები მოაქვს. დიდი ხანია, აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ყველაზე სანდო, მნიშვნელოვანი, განვითარებაზე ორიენტირებული საერთაშორისო პარტნიორია და მისი საქმიანობა საქართველოში სრულად შეესაბამება ჩვენს ეროვნულ პრიორიტეტებს. ვაფასებთ ბანკის წვლილს სხვადასხვა დარგის განვითარებაში. ბანკის მოქმედი საინვესტიციო პორტფელი 5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება, რაც მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებას ხმარდება. მადლობას ვუხდი აზიის განვითარების ბანკის მთელს გუნდს და საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ქალბატონ ლესლი ბეარმან ლაჰმს, რომლის პირადი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ განსაკუთრებულია", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკის მზარდ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება ADB-ის პრეზიდენტმა მასატო კანდამ.
„ჩვენი პარტნიორობა მტკიცეა. აზიის განვითარების ბანკის კომიტეტმა ბოლო სხდომაზე 1 მილიარდზე მეტი აშშ დოლარის გამოყოფა განსაზღვრა საქართველოს კერძო და საჯარო სექტორების განვითარებისთვის, რაც ინვესტიციების გზით ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას. ერთად მივაღწიეთ წინსვლას მასშტაბური პროექტების მხარდაჭერით, მუნიციპალური სერვისების გაძლიერებით, დარგობრივი და ინსტიტუციური რეფორმების ხელშეწყობით და ხალხში ინვესტირებით. ბევრად ადრე, ვიდრე საქართველოს ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერის გადაწყვეტილებას მივიღებდით, მიზნად დავისახეთ ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ჩვენი პარტნიორობა ძლიერ საფუძველს ემყარება, რაც მოიცავს საერთო ფასეულობებს და ერთობლივ ძალისხმევას ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად", - განაცხადა მასატო კანდამ.
აზიის განვითარების ბანკს ახალი ოფისის გახსნა მიულოცა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და აღნიშნა, რომ ADB-ის მხარდაჭერით ქვეყანაში არაერთი ტრანსფორმაციული პროექტი განხორციელდა.
„აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობა საქართველოს ეკონომიკური ზრდის შესაბამისად იზრდება. მატულობს ბანკის საინვესტიციო პორტფელიც. მომდევნო წელს ჩვენი თანამშრომლობის 20 წლის იუბილეს აღვნიშნავთ და მთელ ამ პერიოდში აზიის განვითარების ბანკი საქართველოსთვის წამყვან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტად ჩამოყალიბდა. ტრანსფორმაციული პროექტები საქართველოში სწორედ აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა. ჯამში მათი მოცულობა 5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება და მოიცავს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორებში ინვესტიციებს. მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის. აზიის განვითარების ბანკთან გვაკავშირებს 2024-2028 წლების პარტნიორობის სტრატეგია, რომელშიც გაწერილია საქართველოს მთავრობის საშუალო და გრძელვადიანი ინიციატივები. ძალიან ინტენსიური და ამბიციური თანამშრომლობის დღის წესრიგი გვაქვს და გვახარებს ის ფაქტი, რომ აზიის განვითარების ბანკი ჩვენს გვერდით იქნება. პროექტები, რომლებსაც ერთად ვახორციელებთ, ნამდვილად ცვლის ჩვენი მოსახლეობის ცხოვრებას", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი ოფისის გახსნის ცერემონიას საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.