მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7114
0.0009
flag
AZN 1.5844
-0.0003
flag
CNY 38.735
0.0051
flag
EUR 3.195
0.0343
flag
GBP 3.6831
0.0383
flag
KZT 53.66
0.0007
flag
TRY 0.0621
0
flag
USD 2.6937
-0.0004

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

news image

27 იანვარს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +11 და ღამით +8 გრადუსია მოსალოდნელი.

ნალექს არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო ამინდია ფოთშიც. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექი არც ზუგდიდში იქნება, დღისით ტემპერატურა +15, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.

სოხუმშიც მზიანი ამინდია. +15 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც უნალექო ამინდია, ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

ასეთივე ამინდია ჭიათურაში, დღისით +9 გრადუსი, ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +5 გრადუსი, ღამით კი -9 გრადუსი იქნება.

ახალქალაქში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +4, ღამით -7 დაფიქსირდება.

ბორჯომშიც უნალექო დღეა, +5 იქნება დღისით, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით 2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -9 გრადუსი დაფიქსირდება.

თოვლს ელოდებიან გორში, დღისით +6 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში ჰაერის ტემპერატურა 6 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში თოვლია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში -2 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -8 გრადუსი იქნება. ომალოშიც ნალექიანი ამინდი იქნება, დღისით -1, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში თოვლს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +3 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია მოსალოდნელი თელავშიც, 3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1 გრადუსია ნავარაუდევი.

თოვლს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით 3გრადუსი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც თოვლს ელოდებიან, დღისით 2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.

თოვლია ნავარაუდევი რუსთავში. დღისით +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც თოვლს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი იქნება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იაპონური ჰოლდინგის Gojo&Company-ის მმართველ პარტნიორს შეხვდა

27.01.2026.11:03

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა იაპონური ჰოლდინგის Gojo&Company-ს მმართველს პარტნიორს, არნო ვენტურას შეხვდა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ედილაშვილი და საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ანა დევიძე.

არნო ვენტურამ ქართულ მხარეს Gojo ჯგუფის სამომავლო გეგმები გააცნო და ხაზი გაუსვა იაპონური მხარის სურვილს, საქართველოში ინვესტიციების ზრდის შესახებ.

„საქართველო ჩვენთვის საინტერესო და მიმზიდველი ქვეყანაა ინვესტირების თვალსაზრისით, რადგან გვჯერა საქართველოს გრძელვადიანი წარმატების. შესაბამისად, ვგეგმავთ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების გაზრდას“, - აღნიშნა Gojo-ს მმართველმა პარტნიორმა.

Gojo & Company წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს იაპონურ ინვესტორს ქართულ საფინანსო სექტორში. იაპონური კომპანია 2024 წელს „კრედო ბანკის“ აქციონერი გახდა, მიმდინარე მდგომარეობით „კრედო ბანკის“ 33,23%-ის მფლობელია.

„კრედო ბანკის“ მონაცემებით, 2025 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, ბანკის მთლიანი აქტივების მოცულობა 3.7 მილიარდ ლარს აჭარბებს, ხოლო საკრედიტო პორტფელის მოცულობა 3.0 მილიარდ ლარს შეადგენს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა