მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7071.2
-0.0111
flag
AZN 1.5858
-0.0002
flag
CNY 38.474
-0.0016
flag
EUR 3.1747
-0.003
flag
GBP 3.637
-0.0112
flag
KZT 53.96
0.011
flag
TRY 0.0628
-0.0001
flag
USD 2.6959
-0.0007

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

news image

29 დეკემბერს ქუთაისში თოვლია ნავარაუდევი, დღისით +3, ღამით კი -1 გრადუსია მოსალოდნელი.

თოვლიანი ამინდია ოზურგეთშიც, დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1. ბათუმში წვიმას ვარაუდობენ, დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში თოვლიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ტემპერატურა +5, ღამით კი -2 გრადუსია ნავარაუდევი.

თოვლია მოსალოდნელი სოხუმში. +4 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში თოვლია მოსალოდნელი, დღისით -3 გრადუსი იქნება, ღამით კი -12 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში თოვლიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერი დღისით 0 გრადუსია, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში თოვლია მოსალოდნელი. დღისით +3 გრადუსი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში თოვლია მოსალოდნელი. დღისით -2 გრადუსია, ღამით კი ტემპერატურა -10 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც ნალექიან ამინდს ვარაუდობენ, -1 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით -6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -10 გრადუსი დაფიქსირდება.

თოვლს ვარაუდობენ გორშიც, დღისით +1 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც თოვლია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში თოვლია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში -7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -12 გრადუსი იქნება. ომალოშიც ნალექიანი ამინდი იქნება, დღისით -5, ღამით კი -11 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. მზეა მოსალოდნელი თელავშიც, +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -3 გრადუსია ნავარაუდევი.

უნალექო ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +6 გრადუსი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც მზეს ელოდებიან, დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -4 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო ამინდია ნავარაუდევი რუსთავშიც, დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია თბილისში. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი იქნება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image 3 თვის განმავლობაში ელექტროენერგიის ტარიფი უცვლელი დარჩება - სემეკმა დროებითი ტარიფი დაადგინა

29.12.2025.12:25

ელექტროენერგიის ტარიფი სამი თვის განმავლობაში უცვლელი დარჩება , - ამის შესახებ განცხადება სემეკის თავმჯდომარემ სემეკის სხდომის დაწყების წინ გააკეთა. მისი თქმით, კომპანიებს გარკვეული დრო სჭირდებათ იმისათვის, რომ დააზუსტონ თუ როგორი იქნება მომდევნო წელს გენერაცია და ელექტროენერგიის ბალანსი. 

"ამ პერიოდის განმავლობაში კომისია ინტენსიურად მუშაობდა სატარიფო საკითხებზე ცალკეული თემების დაზუსტებაზე. გარდა ამისა, გვქონდა კონსულტაციები საქართველოს პრემიერ მინისტრთან. ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიებმა გამოგვიგზავნეს წერილობით თხოვნა ამ პროცესის სამი თვით გადავადებასთან დაკავშირებით ვინაიდან, არ არის დაზუსტებული ელექტროენერგიის ბალანსები, ის თუ როგორი იქნება მოსალოდნელი გენერაცია მომდევნო წელს. აქედან გამომდინარე, კომისია დღეს იმსჯელებს და ვფიქრობთ რომ დავადგინოთ დროებითი ტარიფები, რაც ნიშნავს იმას რომ დღეს არსებული დადგენილი ტარიფები შევინარჩუნოთ მომდევნო სამი თვის განმავლობაში ელექტროენერგეტიკის სექტორში, ხოლო რაც შეეხება ბუნებრივ აირს, ბუნებრივ აირზე ისედაც არ იყო მოსალოდნელი ტარიფების ზრდა. მე ამაზე გავაკეთე განცხადება რომ გარკვეული მცირედი კორექტირებები ხდებოდა ამ ნაწილში, ასე რომ ველოდებით იმას რომ  არც ელექტრენერგეტიკაში და არც ბუნებრივ გაზზე სამომხმარებლო ტარიფები არ გაიზარდება და იქნება შენარჩუნებული ", - აცხადებს დავით ნარმანია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა