როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
18 ნოემბერს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +22 და ღამით +10 გრადუსია მოსალოდნელი.
ასევე უნალექო დღეა ნავარაუდევი ოზურგეთში, დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9. ბათუმშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი ამინდია მოსალოდნელი ფოთში. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი ამინდი იქნება ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +21, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო დღეა სოხუმში. +21 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდევი, დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც უნალექო ამინდი იქნება. ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
ასეთივე ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეშიც უნალექო დღეა. დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება.
ნალექს არც ბორჯომში ელოდებიან. +17 იქნება დღისით, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -4 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიან ამინდს ელოდებიან გორში, დღისით +17 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ცხინვალში, ჰაერის ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში უნალექო დღე იქნება, დღის განმავლობაში +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება. ომალოშიც უნალექო ამინდი იქნება, დღისით +13, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში უნალექო დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება თელავშიც, +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეა რუსთავში, დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში მზიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსი იქნება.
სხვა სიახლეები
გარე ვაჭრობის პირობებში შეძენილი რძის ნაწარმი საფრთხეა თქვენი ჯანმრთელობისთვის - სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
18.11.2025.11:52
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს - არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა.
„შეუმოწმებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის გამოყენება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებებით ინფიცირების მაღალი რისკის მატარებელია“, - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„სურსათის ეროვნული სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს რძის და რძის ნაწარმის კონტროლს პირველადი წარმოებიდან რეალიზაციამდე. მოწმდება რეალიზაციის პირობები (ეტიკეტი, ვადები, ტემპერატურული რეჟიმი). სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სხვადასხვა მაჩვენებელზე გამოსაკვლევად იღებენ რძის და რძის ნაწარმის ნიმუშებს. რძის შემკრებ პუნქტებსა და გადამმუშავებელი საწარმოებში ლაბორატორიულად მოწმდება ნედლი რძე, რომლისაგანაც მზადდება სხვადასხვა დასახელების რძის ნაწარმი. შემოწმების და კვლევების შედეგების შესახებ ინფორმაციას სააგენტო პროაქტიულ რეჟიმში ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ რძე ლაბორატორიულად მოწმდება 24 მაჩვენებელზე, მათ შორისაა, ბრუცელოზი, ვეტერინარული პრეპარატების ნარჩენები (ანტიბიოტიკები), აფლატოქსინი, ტყვია და სხვა.
ასევე აღსანიშნავია, რომ სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია არარეგისტრირებული წარმოებების გამოვლენა და კანონმდებლობის ფარგლებში მოქცევა. მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მოკვლევის შედეგად, სააგენტოს ინსპექტორებმა რძის 45 არარეგისტრირებული წარმოება გამოავლინეს. აქედან 20-მდე მეწარმემ სააგენტოს მიმართა და კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად დაიწყო საქმიანობა.
სააგენტო რეგულარულად მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა. შეუმოწმებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის გამოყენება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებებით ინფიცირების მაღალი რისკის მატარებელია. დროული რეაგირებისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის ჩართულობა. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე-15-01.“